თავი VI — იარაღის, სპეციალური საშუალებების და ფიზიკური იძულების გამოყენების წესები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას;
გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით;
დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას;
ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად;
ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.
2. მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.
3. დაუშვებელია მცველის მიერ ფიზიკური იძულების ან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს ან მცველს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.
4. მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №848
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი: ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით; დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად. 2. მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა. 3. აკრძალულიადაუშვებელია მცველის მიერ ფიზიკური იძულების ანან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის,მცირეწლოვანების, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნებისნიშნის მქონე პირთაპირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისშემთხვევისა, გარდა, როდესაც ისინიეს შეიარაღებულნიპირი ესხმიანშეიარაღებულ თავსთავდასხმას ახორციელებს ან შეიარაღებულნიმცველს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენუწევს, მცველს, რაც საფრთხეს უქმნის პიროვნებისმცველის ან მცველისსხვა სიცოცხლესაპირის დასიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარიასეთი ხერხებითათავდასხმის დასხვა საშუალებებითხერხითა ასეთიდა თავდასხმისსაშუალებით მოგერიება შეუძლებელია. 4. მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება