1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა:
ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის;
ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი;
გ) 1 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის;
დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის;
ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის;
ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის;
თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის.
4. დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5612
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. პასუხისმგებლობის ზომები 1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა: ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი; გ) 20001 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის; ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 3. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის. 4. დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1153(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
…კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის და კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრულია ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-1401(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2020
…აღნიშნა, რომ შპს,,...ის“ მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ნოემბრის თვის შეტყობინების 2016 წლის პირველ დეკემბერს შესრულების თარიღის და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე წარდგენის გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომება. კერძოდ, იგი დაჯარიმდა 5 000 ლარით დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის.
- საქმე №ბს-623-610(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
№270733 ბრძანებით, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდ.მეწარმე რ.ლ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით.
- საქმე №ბს-497-490(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2015
…საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 02 დეკემბერს გამოცემული იქნა №2460666 ბრძანება, რომლითაც შპს ”...” მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის,,გ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაჯარიმდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარით;
- საქმე №330310016001575739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის 2016 წლის 12 ივლისის N1724632 ბრძანებით შპს,,დე-–-----------ს“, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330310017001852009 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №010210017001996946 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება