თავი VI — იარაღის, სპეციალური საშუალებების და ფიზიკური იძულების გამოყენების წესები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი.
2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას;
ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე).
3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს;
გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას;
დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას.
5. დაუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს.
6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №848
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. იარაღის გამოყენების უფლება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი. 2. მცველს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი: ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს მცველს ან ცდილობს გაქცევას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოგერიებისას; ე) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცვის ობიექტს, მძღოლი კი არ ემორჩილება მცველის არაერთგზის მოთხოვნას, გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება (მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე). 3. იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. 4. გაფრთხილების გარეშე იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობას უწევს მცველს; გ) შეიარაღებული დაკავებულის გაქცევისას; დ) დაცვის ობიექტზე თავდასხმისას. 5. აკრძალულიადაუშვებელია მცველის მიერ იარაღის გამოყენება ისეთსხვისი ადგილებში,დაშავების სადაცსაფრთხის შესაძლებელიაშემცველ სხვაადგილას პირთაანდა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილებში,ადგილას, ასევეაგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვნობის,მცირეწლოვანების, ინვალიდობის, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნებისნიშნის მქონე პირთაპირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისშემთხვევისა, გარდა, როდესაც ისინიეს შეიარაღებულნიპირი ესხმიანშეიარაღებულ თავს,თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქისმცველის ან მცველისსხვა პირის სიცოცხლეს. 6. იარაღის გამოყენების შემთხვევაში მცველი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად. 7. მცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს იარაღის გამოყენების შესახებ. თავი VII. დაცვითი საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობის ზომები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება