1. დაცვითი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო:
ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან;
ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას;
გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.
3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.12.2019 კანონი №5612
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. დაცვითი საქმიანობის კონტროლი 1. (ძალადაკარგულიადაცვითი -საქმიანობის საქართველოსკონტროლს საკონსტიტუციოახორციელებს სასამართლოსსაზოგადოებრივი 2018უსაფრთხოების წლისმართვის 14ცენტრი დეკემბრის„112“ გადაწყვეტილებასაქართველოს №2/11/747შინაგან –საქმეთა ვებგვერდი,მინისტრის 20.12.2018წ.)მიერ დადგენილი წესით. 2. დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი ორგანო: ა) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან; ბ) ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას; გ) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 3. დაუშვებელია დაცვით საქმიანობაში დაუსაბუთებლად ზედმეტად ჩარევა და მისი საქმიანობის შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/11/747 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-1153(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
ამასთანავე, კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
- საქმე №ბს-623-610(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2016
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას,რომ დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იურიდიულ პირს და მიუთითა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-497-490(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2015
…თანახმად მცველი ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მცველის მოწმობა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი – იარაღის შენახვის/ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა). ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად კი, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
- საქმე №330310016001575739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
…შეტყობინება. 2016 წლის 5 ივლისს შპს დე-–-----------მა“ და შპს,,გი--------მა“ გააფორმეს N029 ხელშეკრულების დანართი N1, რომლის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაგრძელებულ იქნა უვადოდ. ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა…
- საქმე №330310013355600 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2018
…თანახმად, მ–---–ი ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თან იქონიოს მ–---–ის მ--–----ა, ხოლო თუ თან აქვს იარაღი - იარაღის შენახვის /ტარების ნებართვა (გარდა იმ სახეობის იარაღებისა, რომელზედაც ნებართვა არ გაიცემა). „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 34, 04/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება