ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2013 წლის 21 ივნისი ქ. ამბროლაური
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
დამტკიცდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები' (დანართი №1).
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
+
მუხლი 3🔗
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
+
მუხლი 4🔗
საკრებულოს თავმჯდომარემ 2013 წლის 01 ივლისამდე დაამტკიცოს დანართი №2 ფორმით განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობები.
+
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 იანვრის №04 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016134) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია 'ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ';
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ( I, II, III და IV თავები);
გ.ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და ხელმძღვანელ ან უფროს თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 ნოემბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
5. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შესაბამის სფეროში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 ნოემბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან შესაბამის სფეროში პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 ნოემბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
7. უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროფესიული უმაღლესი (პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაცია) ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული განათლება და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 ნოემბრის დადგენილება № 2 9 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
8. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა მხოლოდ პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 სექტემბრის დადგენილება № 25 - ვებგვერდი, 03.10.2013წ.
+
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის“ შესახებ;2.
გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.3.
გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.4.
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.5.
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.6.
უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.7.
სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.8.
სახანძრო–სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი.ზოგადი ინფორმაცია
ძირითადი მოვალეობები
სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური რესურსები
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განათლება და გამოცდილება
სამუშაო გამოცდილება
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ნორმატიული აქტები
სპეციალური ტრენინგები
სასურველი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.06.2013. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.117.016145.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №15, 21.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1952128/