თავი VII — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე:
ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა;
ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება;
გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა.
2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
3. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით.
4. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.04.2003).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.03.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ'შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე: ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა; ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება; გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა. 2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით. 3. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება; ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა); ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით. 4. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.რეჟიმ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 12, 21/05/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება