მუხლი 31. ილტოს აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
თავი VII — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
1. ილტოს აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობის მიზნით.
წინა რედაქცია (25.03.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. ილტოს აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია 1. ილტოს აღკვეთილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და დაცვისათვის ხელის შეწყობის მიზნით. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №477). საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 77 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
მუხლი 7. ილტოს აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა— ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, მუხლი 31, №2086, 22.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.001.233 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1960/muxli-31/