თავი IX — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვა
,ბაწარა
-
ბაბანეურის
,ლაგოდეხისა
და
ვაშლოვანის
დაცული
ტერიტორიების
სახელმწიფო
მართვა
1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკის, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოს კანონმდებლობისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4457-ვებგვერდი, 05.04.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6928 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6928
- 22.03.2011 კანონი №4457
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.03.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. თუშეთის , ბაწარა - ბაბანეურის , ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკის, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლისა და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს მართავს ადგილობრივიახმეტის თვითმმართველობისმუნიციპალიტეტი ორგანო საქართველოს კანონმდებლობისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის სამენეჯმენტო გეგმის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 12, 21/05/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება