თავი IX — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვა
1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს.
2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით.
3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4427-ვებგვერდი, 17.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2313 - ვებგვერდი, 13.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.04.2014 კანონი №2313
- 25.03.2013 კანონი №477
- 11.03.2011 კანონი №4427
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.03.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა 1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს. 2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით. 3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალურიტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზაციისორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების თითოეულიმენეჯმენტის კატეგორიის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებსან საქართველოსდროებითი გარემოსარეგულირების დაწესებს ბუნებრივიამტკიცებს რესურსებისსაქართველოს დაცვისმთავრობა. მინისტრი. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5632 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.422 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 77 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 12, 21/05/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება