იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.07.2013 ძალადაკარგული 29.08.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2013 წლის 5 ივლისი

ქ. ცაგერი

 

იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 , 93-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა:

 ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე);

 ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე (უძრავ ძეგლებზე);

 გ)  შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:

გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი);

 გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);

   გ.გ) სასამართლო;

 გ.დ) პროკურატურა;

დ) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერზე;

ე) საგზაო ნიშნებზე.

+
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება:

 ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე;

ბ) იმ შენობების შემომსაზღვრელ ღობეებზე, რომელშიც განთავსებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე - მიწის ზევით არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე, ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებიდან, სადენებიდან და სხვა ელექტრომოწყობილობებიდან არა ნაკლებ ერთი მეტრის დაშორებით.

დ) ყველა სხვა შენობა-ნაგებობასა და ობიექტზე, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით აკრძალული ადგილებისა, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 

+
მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
+
მუხლი 4
გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
+
მუხლი 5. (ამოღებულია - 31.07.2013, №56)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის  31 ივლისის დადგენილება  № 56   -  ვებგვერდი, 06.08.2013წ.

+
მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

+
მუხლი 7
+
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე დასაშვებია სააგიტაციო მასალის განთავსება“, №53, 05.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.116.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1963277-1/