სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.07.2013 ძალადაკარგული 25.12.2019
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
080240000.22.027.016435
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №34

2013 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის №178 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+



დანართი
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურატურის მუშაკის, პოლიციელის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანება №144- ვებგვერდი, 31.07.2016 წ.
3. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​1, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,  220-ე,  221-ე, 332-ე-335-ე, 337-ე-342-ე (გარდა ამ დანართის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 194-ე და 194​1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

4.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე, 142​1, 223– ე, 230-ე– 235-ე, 252–ე, 308-ე– 321​1, 322​1, 322​2, 323-ე-330​5, 331​1, 331​2, 343–ე, 345-ე, 346–ე, 351–ე და 404–ე-410-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე, 236–ე,  331-ე, 344–ე, 344​1, 353–ე, 353​1, 362–ე-364–ე, 370–ე,  373–ე, 374–ე, 375–ე და 376–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​1, 332-ე–335–ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ (გარდა ამ დანართის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 01.08.2015 წ.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა), 189-ე, 189​1, 190-ე, 192-ე, 192​1, 193-ე, 195​1–201-ე, 204​1, 205-ე–213-ე, 214-ე  (გარდა ამ დანართის  მე-6 პუნქტისა), (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–219-ე და 220​1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე  და 221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №39 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე და სამხედრო ნაწილებში.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:

ა) გენერალური ინსპექციის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (გარდა პროკურატურის მუშაკისა), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის, მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს; აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს;

ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები იძიებენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე დასავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №39 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №61 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №363 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

8. (ამოღებულია - 13.12.18 №363).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის ბრძანება №23 - ვებგვერდი,06.05.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №363 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

9. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
10. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ ბრძანებაში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.
11. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.
12. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება.
13. თუ ჩადენილია რამდენიმე დანაშაული, საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება ყველაზე მძიმე დანაშაული.
14. თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის.
15. დავას საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ წყვეტს ზემდგომი პროკურორი.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“, №34, 07.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 080240000.22.027.016435 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1964055-6/