საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.07.2013 ძალადაკარგული 25.12.2019
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016439
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №38

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის  თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანება.
+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+



საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.

2. მთავარი პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24.

3. მთავარი პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. მთავარი პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და მინიჭებული აქვს სახაზინო კოდი  26 02 01, გააჩნია ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და მთავარი პროკურატურის დასახელებით.

5. მთავარ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება მთავარი პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, მთავარი პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებს და საგნებზე.

    მუხლი 2. მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

    მუხლი 3. მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო

მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;

ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს;

მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. მთავარი პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 6 ივნისის ბრძანება №235 - ვებგვერდი, 06.06.2017წ.

    მუხლი 5. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა

1. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა შედგება მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

2. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ბ​1) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

დ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ე) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

თ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ი) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

კ) თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ლ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

მ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ნ) პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი (სამმართველო);

ო) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;

პ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.

ჟ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველო.

3. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №43 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 02.05.2018 წ.

    მუხლი 6. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მთავარი პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;

გ) მთავარი პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება,  მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიღება-სისტემატიზაცია და ამ განცხადებებზე რეაგირება;

ე) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია;

ვ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება;

ზ) საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

თ) საქართველოს პროკურატურის არქივის მუშაობის ორგანიზება.

2.გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;

ბ) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის, პროკურატურის მუშაკებში ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა; სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; პროკურატურის მუშაკების მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე სათანადო რეაგირება; აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ) პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მთავარი პროკურორისთვის წარდგენა;

დ) პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მთავარი პროკურორისა და პროკურატურის მუშაკებისათვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ე) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება;

ზ) მთავარი პროკურატურის  გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა;

თ) მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; 

ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

კ) იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2​1. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ)  დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა.

ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა;

დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

ვ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; 

ი) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

კ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში - პროკურატურა) ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

ბ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

გ) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა; საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი განახლების უზრუნველყოფა;

დ) პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ე) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

ვ) პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესატყვისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამუშაო პირობების შესახებ პროკურატურის მუშაკთა აზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;

ი) პროკურატურის მუშაკთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) პროკურატურაში შეფასების სისტემის დანერგვა;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

მ) მთავარი პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

ნ) პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

პ) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

ჟ) პროკურატურის წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით;

რ) პროკურატურის სისტემაში სამოქალაქო თავდაცვასა და სამობილიზაციო საქმიანობაზე კონტროლი.

5.  ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;
დ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

6. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემაში  საბიუჯეტო პოლიტიკის  განსაზღვრა;

ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;

გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა;

ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.

7. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;

გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა) სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331​1 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული პროკურორების, აგრეთვე გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;

თ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ი) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;

კ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

მ) მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;

ნ) საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულებასთან და უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;

ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;

პ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

პ​1) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;

ჟ) ევროინტეგრაციისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

რ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ს) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე საჭიროების შემთხვევაში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ტ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება  და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

უ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ფ) ამ მუხლის „უ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

ქ) ამ მუხლის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე, ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ღ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოციირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ყ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;

შ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.

8. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

9. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;

ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;

დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

დ​​1) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება მთავარი პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული „პროკურორთა შეფასების სისტემის“ შესაბამისად;

ე) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;

ვ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;

ზ) დანაშაულის ანალიზი;

თ) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;

ი) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

კ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;

ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

ნ) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მთავარი პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;

პ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

10. თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

11. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; 

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

12. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და მთავარი პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ)  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;

გ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ე) მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ზ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პროკურატურის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;

ი) პროკურატურის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისთვის;

კ) მთავარი პროკურატურის ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.

13. პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

გ) სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;

დ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება, სრულყოფაზე ზრუნვა და დაცვა;

ე) პროკურატურის ვებგვერდის მართვა;

ვ) ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი ადმინისტრირება;

ზ) აპარატურისა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება;

თ) კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან თანამშრომლობა;

ი) ვიზუალური კონტროლის საშუალებების ტექნიკური უზრუნველყოფა.

14. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

ბ) მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;

ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობა.

15. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი;
გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;
ვ) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე   სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ზ) ექვს თვეში ერთხელ მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;
ი)  საჩივრებისა და განცხადებების  განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

16. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​​1 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე  და 337-341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში  სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ე)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

კ) კორუფციასთან  ბრძოლის  მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №43 - ვებგვერდი, 14.08.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 24 ივლისის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 24.07.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №179 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 3 ოქტომბრის ბრძანება №262 - ვებგვერდი, 03.10.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 მაისის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 02.05.2018 წ.

მუხლი 7. მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი

მთავარ პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება №60 - ვებგვერდი, 13.02.2015 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №38, 10.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016439 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1966261-10/