პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
|
პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1);
|
2.
დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3). |
3.
დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4). |
31.
დამტკიცდეს „დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“ (დანართი №5).
|
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება, გარდა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტისა და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ს 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძნება №323 - ვებგვერდი, 15.08.2013წ. 41. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების მე-2 პუნქტი და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან. |
5.
ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ს 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძნება №323 - ვებგვერდი, 15.08.2013წ. |
6.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისბრძანება №287
2013 წლის 16 ივლისი ქ. თბილისიიძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება № 900 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 1 აპრილის ბრძანება № 713 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.
1. დამტკიცდეს „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 1 აპრილის ბრძანება № 713 - ვებგვერდი, 02.04.2014წ.
2. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).
3. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან და მათ საფუძველზე დევნილის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2014 წლის 1 მარტამდე.
31. დამტკიცდეს „დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“ (დანართი №5).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 28 მაისის ბრძანება № 900 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება, გარდა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტისა და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძნება №323 - ვებგვერდი, 15.08.2013წ.41. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების მე-2 პუნქტი და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძნება №323 - ვებგვერდი, 15.08.2013წ.5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 აგვისტოს ბრძნება №323 - ვებგვერდი, 15.08.2013წ.6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, №287, 16.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1969682-12/