დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.07.2013 ბოლო ცვლილება 22.10.2019
ნომერი
№01-30/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470140000.22.035.016214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2013 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი ყველა სამართალსუბიექტი (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი  სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში  უზრუნველყოფს სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას, რომელიც უკავშირდება:

ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან  პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას;

ბ) მკვდრადშობადობის  თითოეულ შემთხვევას;

გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების  თითოეულ შემთხვევას.

2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს:

ა) შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შემდეგი სახის სატელეფონო ინფორმაციის მიწოდებას: შემთხვევის იდენტიფიკაცია (დედის სიკვდილი, 0-1 წლამდე ბავშვის სიკვდილი, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი, მკვდრადშობადობა), გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკი,  გარდაცვალების მიზეზი (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების  დრო და ადგილი (მ.შ ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში - დაწესებულების დასახელების მითითებით),  შეტყობინების გადამცემი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, სასწრაფო სატელეფონო შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2-510039 (1401), 2-510039 (1405);

ბ) შემთხვევის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ამ ფორმით ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ამ ბრძანების დანართის მიხედვით შევსებული ფორმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ელექტრონულ ფოსტაზე  mch@moh.gov.ge;

გ) სამედიცინო დოკუმენტაციის მიწოდებას შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს  3 სამუშაო დღისა: სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს (შემდგომში - დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო) სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, დანომრილი გვერდებით, ზონარგაყრილი, აკინძული და დამოწმებული ბეჭდით პირველ და ბოლო გვერდზე ისე, რომ არ იფარებოდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების ამსახველი ჩანაწერები.          

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასწრაფო სატელეფონო შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის გაგზავნას ელექტრონულ ფოსტაზე mch@moh.gov.ge, წერილობითი ფორმით მიღებული ინფორმაციის შეჯერებას სატელეფონო ინფორმაციასთან და შეჯერებული ინფორმაციის გადაგზავნას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთვის.
4. სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში შემოსული მონაცემების ოპერატიული დამუშავების მიზნით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს მონაცემების ყოველდღიურად შეტანას ერთიან მონაცემთა ბაზაში, მათ რაოდენობრივ ვალიდაციას, სისტემატიზაციას, კლასიფიცირებას (წინასწარი დიაგნოზებისა და სიკვდილის მიზეზების, გესტაციური ასაკის, ბავშვის წონის, სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობისდა სხვა მონაცემების მიხედვით) და რაოდენობრივი  ანალიზის მომზადებას.
5. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების ფარგლებში მიღებული ყოველთვიური მონაცემების შედარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, დაავადებებზე ზედამხედველობის ერთიანი ინფორმაციული სისტემისა და რუტინული სტატისტიკით მიღებულ  მონაცემებთან.
6. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან დასაგზავნი იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების შერჩევას, რომელიც უკავშირდება:

ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე) გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას;

ბ) ახალშობილის გარდაცვალების იმ შემთხვევებს, რომლებიც თან ახლავს დედის სიკვდილს;

გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის ცალკეულ შემთხვევებს საანგარიშო პერიოდში შემოსული შეტყობინებების 15%-ის შემთხვევითი შერჩევით.

7. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს შერჩეული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების დამუშავებას ისეთი სახით, რომელიც არ იძლევა პაციენტის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და დაგზავნას შესაბამისი დარგის ექსპერტებთან.
8. სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული ინფორმაცია წარმოადგენს სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციას და მისი მიწოდების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“, რომელსაც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ მიეწოდება ინფორმაცია სასწრაფო შეტყობინების ვალდებულებების დამრღვევი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი სამართალსუბიექტის შესახებ.
9. დამტკიცდეს თანდართული დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების  ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №1 და დანართი №2).
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 თებერვლის №01-3/ნ ბრძანება ,,დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ”.
11. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
📎 დანართები (1)
konsolidirebuli 1 cv - it danarti 2.doc.docx.docx ⬇

დანართი №2

დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმის შევსების წესი

  1. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმის მართებულად შევსებასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) დროული წარდგენის ორგანიზებას უზრუნველყოფს სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი სამართალსუბიექტი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი).

  2. წერილობითი შეტყობინების ფორმა სამინისტროში იგზავნება ელექტრონულად მისამართზე: mch@moh.gov.ge. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება ელექტრონული კავშირი, შესაძლებელია მისი წარმოდგენა ქაღალდის მატარებელზე, სამინისტროში დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს სახელზე.

  3. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების წერილობითი შეტყობინების ფორმა ივსება გარკვევით (მ.შ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით).

  4. ამ ბრძანების მიზნებისათვის:

ა) დედის სიკვდილად განიხილება ორსულობის პერიოდში ან მისი დამთავრებიდან 42 დღის განმავლობაში (ორსულობის ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად);

ბ) 0-1 წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილად განიხილება ნეონატალურ (0-27 დღის) და პოსტნეონატალურ პერიოდში (28 დღიდან -1 წლამდე) ბავშვის სიკვდილი;

გ) ადრეულ ნეონატალურ სიკვდილად განიხილება დაბადებიდან 7 დღემდე (0-6 დღის) ბავშვის სიკვდილი;

დ) მკვრადშობილი ეწოდება ისეთ ნაყოფს, რომლის სიკვდილიც, 22 კვირა და მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემდეგ, წინ უსწრებს მის სრულ გამოძევებას ან გამოყვანას დედის ორგანიზმიდან, არ სუნთქავს ან არ ავლენს სიცოცხლის რაიმე სხვა ნიშანს, როგორიცაა გულისცემა, ჭიპლარის პულსაცია ან ჩონჩხის კუნთების ცალკეული ჯგუფების შეკუმშვა;

ე) შემთხვევის დაფიქსირების დრო არის დედის სიკვდილის, 0-1-წლამდე ბავშვის სიკვდილის, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილისა და მკვდრადშობილის დაბადების თარიღი (დღე/თვე/წელი) და დრო (საათი, წუთი);

  1. პირველ პუნქტში მიეთითება იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამართალსუბიექტის დასახელება, რომელშიც/რომლის მიერაც დაფიქსირდა შემთხვევა;

  2. მე-2 პუნქტში მოინიშნება სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული შემთხვევის იდენტიფიკაციის შესაბამისი გრაფა: დედის სიკვდილი, 0-1 წლამდე ბავშვის სიკვდილი, 1-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი, მკვდრადშობადობა;

  3. მე-3 პუნქტში მოინიშნება შემთხვევის დაფიქსირების ადგილი .

  4. მე-4 პუნქტში მიეთითება შემთხვევის დაფიქსირების ზუსტი თარიღი (დღე/თვე/წელი) და დრო (სთ, წთ);

  5. მე-5 პუნქტი განკუთვნილია დედის სიკვდილის შემთხვევის შესაბამისი მონაცემების დასაფიქსირებლად. დედის სიკვდილის შემთხვევაში საკონტაქტო ტელეფონად მიეთითება ოჯახის სრულწლოვანი წევრის მობილური, ან ბინის ტელეფონი;

  6. მე-6 პუნქტი განკუთვნილია ბავშვის სიკვდილის/მკვდრადშობადობის შემთხვევის შესაბამისი მონაცემების დასაფიქსირებლად; ბავშვის დაბადების დროის (საათი, წუთი), გესტაციური ასაკის, მასისა და სიგრძის მითითება სავალდებულოა მკვდრადშობადობისა და ადრეული ნეონატალური სიკვდილის შემთხვევაში; 6.7 პუნქტის შევსება სავალდებულოა მხოლოდ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას (თვითდინებით, სასწრაფოს მიერ, რეფერალით).

  7. მე-7 პუნქტში მიეთითება სამედიცინო მომსახურებაზე (რომელიც აგზავნის შეტყობინებას) მიმართვის თარიღი და დრო;

  8. მე-8 პუნქტში მოინიშნება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის ფორმიდან ერთ-ერთი (თვითდინებით, სასწრაფოს მიერ, რეფერალით);

  9. მე-9 პუნქტში იწერება წინასწარი დიაგნოზი - ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით და შესაბამისი ICD–10 -ს მითითებით;

  10. მე-10 პუნქტში მიეთითება სიკვდილის /მკვდრადშობადობის მიზეზები: დაავადება ან პათოლოგიური პროცესი, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი;

  11. მე-11 პუნქტი განკუთვნილია წერილობითი შეტყობინების ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მისათითებლად.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2019.
როდის იქნა მიღებული „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“?
„დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“ მიღებულია 23.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-30/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470140000.22.035.016214.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2019.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დედათა და ბავშვთა სიკვდილობის/მკვდრადშობადობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების ფორმისა და წესის შესახებ“, №01-30/ნ, 23.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 470140000.22.035.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970097/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2019. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება