1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა.
12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.
2. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.12.2022 კანონი №2434
- 11.12.2019 კანონი №5498
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა 1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფოსოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა. 12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების,გრანტების მათ(მათ შორის, სახელმწიფო გრანტის,გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისკოოპერატივებისთვის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა და კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ე)დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისკოოპერატივებისთვის სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, გამოფენების, სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზება; ვ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა. 2. ამ მუხლის პირველი12 პუნქტის „ა“−„ე“„ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/08/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება