1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წევრობიდან გასვლა;
ბ) წევრის გარიცხვა;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:
ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;
ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2015 კანონი №4495
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წევრობიდან გასვლა; ბ) წევრის გარიცხვა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება;გარდაცვალება/ ლიკვიდაცია; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი: ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს; ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობისსაერთო ორგანოებისკრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/08/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება