1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.12.2019 კანონი №5498
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.06.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა დაან/და რეალიზაცია. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/08/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება