1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:
ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;
ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;
გ) მინიმალური პაის ღირებულებას;
დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495);
ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;
ვ) ზარალის განაწილების წესს;
ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;
თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს;
ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს;
კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს.
4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 16.12.2022 კანონი №2434
- 11.12.2019 კანონი №5498
- 11.11.2015 კანონი №4495
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება 1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს: ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს; ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს; გ) მინიმალური პაის დაღირებულებას; საპაიო შენატანის ღირებულებებს; დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495); ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს; ვ) ზარალის განაწილების წესს; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს; თ) ლიკვიდაციისკოოპერატივის დაშლისა და ლიკვიდაციისმისი შემდგომდაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს; ი) ასოცირებულიკოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს.წესს; კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულიაღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდიფონდში არშესატანი უნდათანხა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიურიწინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები.ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/08/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება