ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.07.2013 ძალადაკარგული 28.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016146
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2013 წლის 26 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 209​3 მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვება და  ხეტიალი.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვებისა და  ხეტიალის  აკრძალვის წესი (დანართი №1).
+
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრზე“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

+
მუხლი 4
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე
+



დანართი №1
ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვებისა და  ხეტიალის  აკრძალვის წესი

+
1. ეს წესი აწესრიგებს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.   

 2. ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით.

4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.

 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.

8. ქ. წყალტუბოს  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.      

9. მომსახურების საფასური გაანგარიშდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.  

10. ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“  ანგარიშზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
11. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“, №12, 26.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016146 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1976258-1/