მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
2. ეკონომიური შეჭირვების გამო საკვები პროდუქტების ხელმიუწვდომობა.
სოფლად საკვები პროდუქტის შედარებით მაღალი ფასი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ. |
2.პროგრამის ღირებულებაა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2013 წლის 12 აგვისტო
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა’’ №1 დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი
+
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა
ბენეფიციარი - 90 ოჯახი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი)
ბენეფიციარი - 80 ოჯახი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 15.10.2013წ.
+
მუხლი 1. პრობლემა
1. უმუშევრობა და მრავალშვილიანი ოჯახების დაბალშემოსავლიანობა.
2. ეკონომიური შეჭირვების გამო საკვები პროდუქტების ხელმიუწვდომობა.
სოფლად საკვები პროდუქტის შედარებით მაღალი ფასი.
+
მუხლი 2. პროგრამის მიზანი
ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის) სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა.
+
მუხლი 3. განხორციელების გზები
შესყიდვების კანონის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე სავაჭრო ობიექტის შერჩევა.
ბენეფიციართა ინფორმირება პროგრამის არსის შესახებ.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისათვის სასურსათო პაკეტის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტით.
გამგებლის ბრძანებით კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას.
გამგებლის ბრძანებით კომისიის შექმნა და პასუხისმგებელი პირის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებას.
მოსარგებლისათვის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ სასურსათო პაკეტის გადაცემა, მიღება- ჩაბარების აქტით (ერთ ოჯახზე ერთი პაკეტი).
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 15.10.2013წ.
+
მუხლი 4. 1 ცალი სასურსათო პაკეტის შემადგენლობა
საკვები პროდუქტების საბაზრო ღირებულება
რაოდენობა
საცალო ღირებულება
ღირებულება
სულ
1
ზეთი
2 ლიტრი
3, 50 ლარი
7 ლარი
2
წიწიბურა
2 კგ
1,80 ლარი
3,60 ლარი
3
მაკარონი
2 კგ
1,50 ლარი
3,00 ლარი
4
რძის ფხვნილი
1 კგ
5 ლარი
5 ლარი
5
ბრინჯი
2 კგ
1, 60 ლარი
3, 20 ლარი
6
შაქარი
2 კგ
1,60 ლარი
3,20 ლარი
7
მარილი
1 კგ
0,60 თეთრი
0,60 თეთრი
8
კარამელი
1 კგ
4 ლარი
4 ლარი
9
სარეცხი ფხვნილი
1 ყუთი
2 ლარი
2 ლარი
10
საპონი
5 ცალი
1 ლარი
5 ლარი
ერთი თვე
4 თვე
სასურსათო პროდუქტის ღირებულება
2928 ლარი
11 740 ლარი
სასურსათო ობიექტის მომსახურების ღირებულება
200 ლარი
800 ლარი
ტრანსპორტირების (საწვავი) (70 ლიტრი)
140 ლარი
560 ლარი
სხვა ხარჯი (,,სხვა ხარჯი’’ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა საოფისე საგნების შესაძენად, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სასურსათო პაკეტის შესაძენად. ბენეფიციართა მატების გამო.
1928 ლარი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილება № 39 - ვებგვერდი, 20.09.2013წ
კოდიფიკაცია ვერ განხორციელდა ცვლილების დოკუმენტის ძირითად დოკუმენტთან შეუსაბამობის გამო
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 15.10.2013წ.
+
მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგები
მრავალშვილიანი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ბალანსირებული საკვებით უზრუნველყოფა.
ბავშვთა ასაკში არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული დარღვევების შემცირება.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
+
მუხლი 6. მონიტორინგი
მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები, თვეში ერთხელ, შერჩევით, მრავალშვილიან ოჯახებში მოახდენენ გადამოწმებას პროგრამის შესრულების ხარისხზე, რაც აისახება შესაბამის დოკუმენტში.
+
მუხლი 7. პროგრამის ხანგრძლივობა და ღირებულება
1. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე.
2.პროგრამის ღირებულებაა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის პროგრამა“, №36, 12.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016176 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1987856-1/