ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.08.2013 ბოლო ცვლილება 31.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.151.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 15 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის  „დ.ბ.“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.
 


+
მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი;
3. სისტემურ-ელქტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარი.

(მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 29.03.2017წ.

4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  20%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი;
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილება (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30/12/2011  სარეგისტრაციოკოდი:  210020010.35.151.016076).
+
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №16, 15.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1990141-2/