„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
2.
კომპანიებმა, რომლებიც სალიზინგო საქმიანობას ახორციელებენ ამ ბრძანების ამოქმედებისთვის, ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყონ სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. |
3.
კომპანიები, რომლებიც სალიზინგო საქმიანობას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სალიზინგო საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ აღრიცხვის ფორმას. |
4.
სალიზინგო კომპანიები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფენ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის, აგრეთვე საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვას და ამოქმედებას. |
5.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დებულება
სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ |
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს დებულება ვრცელდება პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან სალიზინგო საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიზინგის მიმღები ლიზინგით გადაცემულ ქონებას იყენებს არასამეწარმეო მიზნით. |
2.
დებულება არეგულირებს სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი – სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა); ვ) პირის იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ზ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიზინგო საქმიანობას (ლიზინგის გამცემი); თ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე, გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას; ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; კ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სალიზინგო კომპანიის თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, მათ შორის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობანი; ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; მ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ; ნ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება; სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე; ო) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა; პ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი; ჟ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში; რ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა; ს) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; ტ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია; უ) კლიენტი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით ლიზინგის მიმღები პირი; ფ) მიმწოდებელი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირი, რომლისგანაც ხდება ლიზინგით გადასაცემი ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება. |
მუხლი 3.
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები |
1.
ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებს პირის მიერ ლიზინგის მიღებას და თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა (ლიზინგით გაცემული ქონების ღირებულება) აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა). |
2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. |
3.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი გარიგება. |
4.
სალიზინგო კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. |
5.
სალიზინგო კომპანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავს მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. |
6.
მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. |
7.
თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე, გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაანალიზდება სალიზინგო კომპანიის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.
|
მუხლი 4.
სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით |
1.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სალიზინგო კომპანია ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი. |
2.
შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს:
ა) სალიზინგო კომპანიის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და გარიგებაში მონაწილე სხვა პირების ამ დებულებით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაცია; ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; გ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ დებულებით დადგენილი წესით. |
3.
შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე სალიზინგო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სალიზინგო კომპანიის კლიენტების, გარიგების მონაწილე მხარეების იდენტიფიკაციის პირობები და წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (შესაბამისი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა; გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და შენახვის წესი; დ) ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) სალიზინგო კომპანიის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების, ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი). |
4.
მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით. |
5.
მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სალიზინგო კომპანიის კლიენტებისათვის, გარიგებების მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს. |
6.
სალიზინგო კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე, საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. |
მუხლი 5.
სალიზინგო კომპანიის ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებით |
1.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ასევე, მესამე პირის თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), აგრეთვე, მიმწოდებლის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მათ გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ჩნდება ეჭვი გარიგების მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში. |
2.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. |
3.
სალიზინგო კომპანია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის), მიმწოდებლის იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სალიზინგო კომპანიამ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სალიზინგო კომპანიას. |
4.
იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. |
5.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია მუდმივად აწარმოოს კომპანიის კლიენტებთან არსებული ურთიერთობების შესწავლა. |
6.
სალიზინგო კომპანიას არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას. |
7.
გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სალიზინგო კომპანია არ აჩერებს გარიგებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სალიზინგო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას. |
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სალიზინგო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების (გარიგების დადების მცდელობის) და მისი მონაწილე პირების შესახებ. |
9.
იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს კლიენტის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება); გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად). |
10.
იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს მიმწოდებლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში); ა.დ) საცხოვრებელი ადგილი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში); ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში); ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე, სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში); ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება); გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში). |
11.
იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
12.
თუ სალიზინგო კომპანიაში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, კლიენტის შესახებ უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) მამის სახელი; ა.ბ) დაბადების ადგილი; ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი; ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს; ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა; ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები; ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს): ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი; ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები. |
13.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, მის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. |
14.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული პირები. შესაბამისი პირისთვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. |
15.
სალიზინგო კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სალიზინგო კომპანიას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს. |
16.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) და მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. |
17.
პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სალიზინგო კომპანია სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სალიზინგო კომპანიაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი). |
მუხლი 6.
სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით |
1.
სალიზინგო კომპანია ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას. |
2.
თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სალიზინგო კომპანიამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს კომპანიის ხელმძღვანელობისგან ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკურთის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი. |
3.
თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე სალიზინგო კომპანიასთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სალიზინგო კომპანია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები. |
მუხლი 7.
სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით |
1.
ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება შესაბამისი ცნობები, სალიზინგო კომპანიის მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
2.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას. |
3.
ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა (ლიზინგით გაცემული ქონების ღირებულება) აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე; გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სალიზინგო კომპანიის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. |
4.
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სალიზინგო კომპანიის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 და გრიფით „კონფიდენციალური“. |
5.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით. |
6.
ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სალიზინგო კომპანიას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სალიზინგო კომპანიას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. |
7.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სალიზინგო კომპანიისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სალიზინგო კომპანია ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. |
8.
თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სალიზინგო კომპანია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სალიზინგო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით. |
9.
თუ სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი (გარემოებები). |
მუხლი 8.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სალიზინგო კომპანიის მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება |
1.
სალიზინგო კომპანიამ შესაბამისი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს სამსაურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად. |
2.
აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სალიზინგო კომპანია ვალდებულია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ დებულებით დადგენილი წესით, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია. |
მუხლი 9.
მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა |
1.
ზედამხედველობას სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. |
2.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სალიზინგო კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის ზომები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. |
+
[ (ძალადაკარგულია - 05.06.2020, №2) (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან) ]
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №2
2013 წლის 5 სექტემბერი
ქ.თბილისი
„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
2. კომპანიებმა, რომლებიც სალიზინგო საქმიანობას ახორციელებენ ამ ბრძანების ამოქმედებისთვის, ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყონ სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
3. კომპანიები, რომლებიც სალიზინგო საქმიანობას დაიწყებენ ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სალიზინგო საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული წესით წარადგენენ აღრიცხვის ფორმას.
4. სალიზინგო კომპანიები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფენ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის, აგრეთვე საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვას და ამოქმედებას.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი მიხეილ როინიშვილი
+
დებულება
სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ვრცელდება პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან სალიზინგო საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიზინგის მიმღები ლიზინგით გადაცემულ ქონებას იყენებს არასამეწარმეო მიზნით.
2. დებულება არეგულირებს სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს.
2. დებულება არეგულირებს სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესს.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანება № 28 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
ბ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება;
გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა;
დ) მონიტორინგი – სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგებებში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია, გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);
ვ) პირის იდენტიფიკაცია - პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;
ზ) სალიზინგო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც ეწევა საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიზინგო საქმიანობას (ლიზინგის გამცემი);
თ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება (ოპერაცია) ან/და გარიგების (ოპერაციის) შემადგენელი ცალკეული უჩვეულო ნაწილები, რომელსაც/რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი ან/და რომელიც/რომლებიც არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;
ი) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
კ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი – სალიზინგო კომპანიის თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული, რომელსაც სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა და მიენიჭება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, მათ შორის გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობანი;
ლ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;
მ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ;
ნ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება; სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;
ო) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
პ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჟ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
რ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ს) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი;
ტ) მომხმარებლის სახელმძღვანელო – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალით სარგებლობის ინსტრუქცია;
უ) კლიენტი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით ლიზინგის მიმღები პირი;
ფ) მიმწოდებელი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირი, რომლისგანაც ხდება ლიზინგით გადასაცემი ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ქ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება - გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება № 15 - ვებგვერდი, 16.03.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანება № 28 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.
+
მუხლი 3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები
1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც (რომლებიც) ითვალისწინებს პირის მიერ ლიზინგის მიღებას და თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა (ლიზინგით გაცემული ქონების ღირებულება) აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენობისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა, კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი გარიგება.
4. სალიზინგო კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვთ აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები.
4. სალიზინგო კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, რომლებსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და აშკარა კანონიერი მიზანი, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ ასეთი გარიგებების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის გამოვლენის შემთხვევაში სალიზინგო კომპანია ვალდებულია, განახორციელოს რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, პირის გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები. ასეთ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს საქმიანი ურთიერთობების მონიტორინგი, რათა დადგინდეს, გარიგება (ოპერაცია) უჩვეულო გარიგებაა თუ საეჭვო გარიგება.
5. სალიზინგო კომპანია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ დებულებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრავს მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს.
6. მონიტორინგს ექვემდებარება, აგრეთვე, საეჭვო გარიგების დადების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
7. თითოეული გარიგების და მასში მონაწილე პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე, გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გაანალიზდება სალიზინგო კომპანიის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება № 15 - ვებგვერდი, 16.03.2015წ.
+
მუხლი 4. სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სალიზინგო კომპანია ვალდებულია განახორციელოს შიდა კონტროლი.
2. შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეული უნდა იქნეს:
ა) სალიზინგო კომპანიის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების და გარიგებაში მონაწილე სხვა პირების ამ დებულებით გათვალისწინებული წესით იდენტიფიკაცია (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები);
ბ) პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
გ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა;
დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ დებულებით დადგენილი წესით.
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა.
;
3. შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე სალიზინგო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სალიზინგო კომპანიის კლიენტების, გარიგების მონაწილე მხარეების იდენტიფიკაციის პირობები და წესი;
ბ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის (შესაბამისი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის – ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქციები, უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა;
გ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და შენახვის წესი;
დ) ანგარიშგების ფორმის შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;
ე) სალიზინგო კომპანიის სხვა თანამშრომლების (სტრუქტურული ერთეულების), მათ შორის, ხელმძღვანელი მუშაკების, ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით (მათ შორის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების გამოვლენისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის ამის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების წესი).
ვ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;
ზ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ამ უკანასკნელის, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
5. მონიტორინგის პროცესი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ სალიზინგო კომპანიის კლიენტებისათვის, გარიგებების მონაწილე და სხვა შესაბამისი პირებისათვის არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენენ მონიტორინგის ობიექტს.
6. სალიზინგო კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე, საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით ანგარიშგების ფორმების შევსებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება № 15 - ვებგვერდი, 16.03.2015წ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანება № 28 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.
+
მუხლი 5. სალიზინგო კომპანიის ვალდებულებები იდენტიფიკაციასა და გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებით
1. სალიზინგო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ასევე, მესამე პირის თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), აგრეთვე, მიმწოდებლის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მათ გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც:
ა) გარიგების თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ჩნდება ეჭვი გარიგების მონაწილე პირის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
2. სალიზინგო კომპანია ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.
3. სალიზინგო კომპანია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის), მიმწოდებლის იდენტიფიკაციისას ან/და მისი ვინაობის გადამოწმებისას შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს პირის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას და მათი ვინაობის გადამოწმებას, ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შენახვას და ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამის ზედამხედველობასა და რეგულირებას. ამასთანავე, სალიზინგო კომპანიამ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების ან მათი ასლების) დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ამ დებულებით გათვალისწინებული წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და მისი ვინაობის გადამოწმებისათვის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სალიზინგო კომპანიას.
3. სალიზინგო კომპანია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე, მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, სალიზინგო კომპანია ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება სალიზინგო კომპანიას. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას სალიზინგო კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.
4. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
5. სალიზინგო კომპანია ვალდებულია მუდმივად აწარმოოს კომპანიის კლიენტებთან არსებული ურთიერთობების შესწავლა.
51. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, იურიდიული პირის (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
52. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
6. სალიზინგო კომპანიას არა აქვს უფლება დაამყაროს პირთან საქმიანი ურთიერთობა, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას.
7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სალიზინგო კომპანია არ აჩერებს გარიგებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ სალიზინგო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე უარის არსებობისას;
დ) ამ დებულების 71 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღებისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში სალიზინგო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების (გარიგების დადების მცდელობის) და მისი მონაწილე პირების შესახებ.
9. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს კლიენტის შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი;
გ.დ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).
10. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს მიმწოდებლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი და გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში);
ა.დ) საცხოვრებელი ადგილი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში);
ა.ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი;
ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში);
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის შემთხვევაში როგორც მისი მისამართი, ასევე, სათავო დაწესებულების მისამართი);
ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში);
ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში);
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს:
გ.ა) სრული დასახელება (სახელწოდება);
გ.ბ) იურიდიული მისამართი;
გ.გ) სამართლებრივი აქტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი (მხოლოდ რეზიდენტის შემთხვევაში).
11. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე, მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან), ასევე, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოების მიერ გაცემული პირის შექმნისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. თუ სალიზინგო კომპანიაში არსებული ან წარმოდგენილი დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ინფორმაციის გარდა, კლიენტის შესახებ უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე შემდეგი მონაცემები:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) მამის სახელი;
ა.ბ) დაბადების ადგილი;
ა.გ) პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი;
ა.დ) დროებითი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ), თუ იგი არ ემთხვევა რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს;
ა.ე) ძირითადი საქმიანობა და დაკავებული თანამდებობა;
ა.ვ) ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები;
ა.ზ) ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს):
ბ.ა) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ბ.ბ) საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) რეკვიზიტები.
13. სალიზინგო კომპანია ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, მის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
14. სალიზინგო კომპანია ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული პირები. შესაბამისი პირისთვის მაღალი რისკის კატეგორიის მიკუთვნების შემთხვევაში, სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
14. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
141. სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.
15. სალიზინგო კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. სალიზინგო კომპანიას უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.
16. სალიზინგო კომპანია ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) და მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და მასთან საქმიანი კორესპონდენცია და გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
16. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) და მიმწოდებლის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) და საქმიანი კორესპონდენცია და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისთვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული.
161. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი.
17. პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტი ინახება ასლის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. სალიზინგო კომპანია სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს პირს (პირებს), რომელსაც აქვს ასლის დამოწმების უფლება ამ პუნქტის მიზნებისათვის. გარიგების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად უნდა იყოს აღრიცხული და შენახული, რომ მისი მონაცემები სრულად ასახავდეს დადებულ ან შესრულებულ გარიგებას, მასში მონაწილე პირებს და საჭიროების შემთხვევაში, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისას, შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება მტკიცებულების სახით. სალიზინგო კომპანიაში ინახება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გადაგზავნილი ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ეგზემპლარი (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – მისი ხელმოწერილი ეგზემპლარი).
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება № 15 - ვებგვერდი, 16.03.2015წ.
+
მუხლი 51. იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები
1. სალიზინგო კომპანია (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია, იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ:
ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა;
ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა;
გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ;
დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;
ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ;
ვ) მიიღოს სალიზინგო კომპანიის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა;
ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია, მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს სხვა ქმედება ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია გამოვლენილი რისკის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, განსაზღვროს მოსალოდნელი გარიგებების (ოპერაციების) სავარაუდო სახე და თანხის ოდენობა.
3. სალიზინგო კომპანია უფლებამოსილია, ამ დებულების მე-5 მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები, მათ შორის:
ა) მოახდინოს კლიენტის და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ;
ბ) შეამციროს ასეთი კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
გ) გარიგების თანხის გონივრული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შეამციროს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების სიხშირე;
დ) დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი უკვე განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) ან/და დამყარებული საქმიანი ურთიერთობის შესახებ კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4. ამ დებულების მე-5 მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენებისას, სალიზინგო კომპანია არ თავისუფლდება მე-5 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების დადგენის, აგრეთვე კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმების ვალდებულებისგან. გამარტივებული პროცედურების გამოყენების მიუხედავად, სალიზინგო კომპანიამ უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიისთვის კლიენტის მიკუთვნების მიზანშეწონილობის დასადგენად.
5. სალიზინგო კომპანიის მიერ გასატარებელი გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის პროცედურები, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სალიზინგო კომპანიის მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება № 15 - ვებგვერდი, 16.03.2015წ.
+
მუხლი 6. სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. სალიზინგო კომპანია ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, სალიზინგო კომპანიამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს კომპანიის ხელმძღვანელობისგან ასეთ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი კლიენტის ან მისი ბენეფიციარი მესაკურთის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ კლიენტთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.
3. თუ კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე სალიზინგო კომპანიასთან ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, სალიზინგო კომპანია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
+
მუხლი 7. სალიზინგო კომპანიის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით
1. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარიგების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ან თუ, მცდელობის მიუხედავად, პირის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება შესაბამისი ცნობები, სალიზინგო კომპანიის მიერ იგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდება გულისხმობს, ამ დებულებით დადგენილი წესით, სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგების შესახებ ანგარიშგების შესაბამისი ფორმის შევსებას, გაგზავნას და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შევსებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებპორტალის გამოყენებით. ანგარიშგების ფორმის შევსება და გაგზავნა ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ მიხედვით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ანგარიშგების მიღების დადასტურება გულისხმობს ელექტრონულად, ვებპორტალის მეშვეობით ანგარიშგებისათვის „დადასტურებულია“ სტატუსის მინიჭებას.
3. ანგარიშგების ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი უნდა იქნეს:
ა) თუ გარიგების ან მისი დანაწევრების მიზნით დადებულ გარიგებათა ერთობლიობის თანხა (ლიზინგით გაცემული ქონების ღირებულება) აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში ან თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას – გარიგების შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობის დღესვე;
გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობის პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს სალიზინგო კომპანიის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.
4. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის (საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება გამონაკლისის სახით, მისი ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სალიზინგო კომპანიის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 და გრიფით „კონფიდენციალური“.
5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმის, აგრეთვე, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ხდება ელექტრონულად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
6. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება სალიზინგო კომპანიას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით და ბეჭდით. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება სალიზინგო კომპანიას და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
7. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სალიზინგო კომპანიისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მის მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ გარიგებების თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. სალიზინგო კომპანია ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
8. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ სალიზინგო კომპანია შეიტყობს (ან მის ხელთ აღმოჩნდება) შესაბამის გარიგებასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, სალიზინგო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და წარდგენის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების დამატებითი ინფორმაციისთვის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ გათვალისწინებული წესით.
9. თუ სალიზინგო კომპანიის მიერ გარიგება მიჩნეულია საეჭვოდ, ანგარიშგების ფორმაში შეიტანება საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი (გარემოებები).
+
მუხლი 71. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სალიზინგო კომპანიას წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სალიზინგო კომპანიას ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სალიზინგო კომპანიას. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, სალიზინგო კომპანია წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:
ა) მითითების გამცემი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;
ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);
გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);
დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;
ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;
ვ) სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;
ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო.
თ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სალიზინგო კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა.
4. სალიზინგო კომპანია ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება სალიზინგო კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.
6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სალიზინგო კომპანიას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სალიზინგო კომპანიას. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.
7. სალიზინგო კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.
8. სალიზინგო კომპანია ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სალიზინგო კომპანიის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.
9. სალიზინგო კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 19 აგვისტოს ბრძანება № 28 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.
+
მუხლი 8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სალიზინგო კომპანიის მიერ აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. სალიზინგო კომპანიამ შესაბამისი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს სამსაურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღრიცხვის ფორმა წარდგენილად ჩაითვლება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესაბამისი შინაარსის ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის შეცვლის შემთხვევაში) სალიზინგო კომპანია ვალდებულია შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ დებულებით დადგენილი წესით, წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სათანადოდ შევსებული აღრიცხვის ფორმა, რომელშიც აისახება განახლებული ინფორმაცია.
+
მუხლი 9. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სალიზინგო კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის ზომები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №2, 05.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240040.19.012.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1990393-2/