წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2013 წლის 22 აგვისტო ქ. წყალტუბო |
|
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, დავით აღმაშენებლის ქუჩა.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას;
ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;
დ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარდგენას მის სარეალიზაციდ;
ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას;
ვ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ზ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეირაღების სწორ ექსპლუატაციას;
ი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
კ) საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვით და სამაშველო ღონისძიებებს.
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში;
ე) წარადგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის შესახებ;
ვ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს საორგანიზაციო საკითხებს;
თ) აანალიზებს ხანძრებზე სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას, ახარციელებს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
კ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
3.სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge., სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000188, თარიღი 12/08/2010).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე
დანართი №1საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე
+
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1.🔗
ზოგადი დებულებანი+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 4. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, დავით აღმაშენებლის ქუჩა.+
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
+
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
+
მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილებანი
+
მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
+
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.08.2013. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.122.016156.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 22.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1996009/