ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2013 ბოლო ცვლილება 18.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16/22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №16/22

2013 წლის 30 აგვისტო

ქ. ფოთი

 

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და საქართველოს  კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა:

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს   ხუთი   და   მეტშვილიანი     ოჯახების   დახმარების   პროგრამა,   თანახმად  დანართი №1-ისა.
+
მუხლი 2
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერმა გაითვალისწინოს 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას  ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დაფინანსების ხარჯები. 
+
მუხლი 3
პროგრამის განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურს.
+
მუხლი 4
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა
+



[დანართი №1

 

ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა

 


მუხლი 1. შესავალი

დღეს , საქართველოში უმწვავესად დგას დემოგრაფიული პრობლემა . ოჯახები თავს იკავებენ შვილის გაჩენისგან , რაც განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე . აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნვა და ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება , რომელიც ორიენტირებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად . მით უფრო , რომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესი ნაწილი , სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება . მძიმეა მათი ეკონომიკური და ყოფითი პირობები . ასეთი კატეგორიის ოჯახები უსახსრობისა და შემოსავლების უქონლობის გამო ვერ აგვარებენ ოჯახთან , ბავშვებთან დაკავშირებულ ელემენტარულ პრობლებებს და ვერ იღებენ სათანადო განათლებას .

 



მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს , ქალაქში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას .  ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები ( უმცროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე ) წელიწადში ერთხელ მიიღებენ მატერიალურ დახმარებას 2000 ლარის ოდენობით .

 



მუხლი 3. პროგრამის მართვა

 

1. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოადგენენ ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები .        

2. მატერიალური დახმარება გაიცემა ხუთ და მეტშვილიან   ფოთელ ოჯახზე და განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით და გაიცემა წელიწადში ერთხელ .

3. ბავშვების მამა უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მკვიდრი ან თვითმმართველ ქალაქ - ფოთში რეგისტრირებული დევნილი , რომელიც ცხოვრობს თვითმმართველ ქალაქ ფოთში არანაკლებ ერთი წლისა .

4. მატერიალური დახმარების მისაღებად ხუთი და მეტშვილიანმა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა ) განცხადება ( თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერის სახელზე );

ბ ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები ;

გ ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები ;

დ ) ქორწინების მოწმობის ასლი ;

ე ) ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაცემული მუნიციპალიტეტის მიერ .

ვ ) მარტოხელა დედების შემთხვევაში - ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან , რომ იგი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში .

ზ ) მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ცნობა გარდაცვალების შესახებ .

 



მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი

 

1. ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის მიხედვით განსაზღვრული თანხა აისახება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ( თვითმმართველი ერთეული ) ბიუჯეტში .

 

2. ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე .

 

 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს   2013 წლის 2 7   სექტემბრის დადგენილება №18 /24  - ვებგვერდი,  03.10 .2013წ.      ( ამოქმედდეს 2014  წლის 1 იანვრიდან)] .


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №16/22, 30.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016171 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2006751-1/