საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.09.2013 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
110030000.22.027.016489
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №88

2013 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №103  ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+




საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან და აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ)  თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედის:

ა) თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;

ბ) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო.

2. თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; 

ბ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

3.  იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია:

ა)  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 12.10.2016 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მუშაკებს შორის;

გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) მთავარი პროკურორის ან შესაბამისი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხს ცალკეული პროკურორის ან გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;

თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

ი) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას;

კ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს თავდაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას;

ლ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;

მ) შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;

ო)  ატარებს ოპერატიულ თათბირებს და ისმენს ამ დებულებით განსაზღვრული უწყებების საგამოძიებო ორგანოთა და ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე; იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

პ) ასრულებს მთავარი პროკურორის და შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;

ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორის ან გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან  ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე;

ზ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების საჩივრებს;

თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

თ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;

კ) ამოწმებს ამ დებულებით განსაზღვრულ უწყებათა  საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;

ლ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;

მ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ საქმიანობას;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე აკონტროლებს  იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ო) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;

პ) ასრულებს მთავარი პროკურორის, შესაბამისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ჟ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.

3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ვ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტში  საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;

ბ) სამმართველოს პროკურორები;

გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის  მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავარი პროკურორი.

3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;

ბ​​1) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას;

გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;

ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;

თ) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს;

ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;

კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;

ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;

ნ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;

ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

პ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის  ბრძანება №46 - ვებგვერდი, 30.09.2014 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №360 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №88, 04.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 110030000.22.027.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2010784-3/