საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.09.2013 ბოლო ცვლილება 11.08.2025
ნომერი
№133/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №133/ნ

2013 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 211349192) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №190 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №215/ნ ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



 

დანართი 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  წესდება


+
თავი I
 

ზოგადი დებულებები


+
მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები 
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური  უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, უწყვეტი განათლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, აბიტურიენტთა ქართულ და უცხოურ ენებში მომზადებას.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: სტუ; ინგლისური სახელწოდებაა: GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY, შემოკლებული სახელწოდებაა: GTU.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, დროშა, ჰიმნი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტის გერბზე წამყვანი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების–მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა „სტუ“, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით „ცოდნა ძალაა“ ლათინურ ენაზე „Sientia potestas est”. ფარზე არწივის ქვემოთ განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე შესაბამისად: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, “Georgiae Universitas Rerum Technici”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი „1922“ და ზეთისხილის ტოტები, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.

6. უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა ფორმის თეთრი ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწოფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. უნივერსიტეტის დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი – უმანკოება, უბიწობა, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) – განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი – სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.

7. უნივერსიტეტის ჰიმნი შინაარსით სიმბოლურია, პატივს მიაგებს უნივერსიტეტის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.

8. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან).

9. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

10. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

11. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: თბილისი, 0175, მერაბ კოსტავას ქ.№77.

12. უნივერსიტეტის ელექტრონული მისამართია - www.gtu.ge.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი და პროფესიული განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;

ვ) უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სწავლების ციკლის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;

კ) პერსონალის პროფესიული განვითარება;

ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;

მ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ნ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;

ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს), ერთობლივ აკადემიურ ხარისხსა და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ა​1) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საგამომცემლო საქმიანობა;

გ)საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა;

ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.

5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტს უფლება აქვს დააფუძნოს ფილიალი (ფილიალები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
თავი II
სტრუქტურა და მართვა

+
მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო (ფაკულტეტი,  სკოლა) (შემდგომში ფაკულტეტი), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი (ინსტიტუტი, ცენტრი, და სხვ.) ერთეულების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექნოპარკები, საცდელ-საწარმოო, სასწავლო-საწარმოო, სამეცნიერო-საწარმოო, საპროექტო- საკონსტრუქტორო, სამოქალაქო განათლების, კლინიკური ცენტრები და სხვ.)

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის (გარდა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით. ფაკულტეტი და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი);

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის  მართვის ორგანოებია:

ა) ფაკულტეტის საბჭო;

ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2​1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების), ასევე უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა (გარდა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) არჩევნების  ჩატარების წესები განისაზღვრება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულებით (შემდგომში – არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება), რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 აპრილის ბრძანება  №74 / ნ - ვებგვერდი, 15.04.2019წ.


+
მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა)უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას;

ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 7. აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.

3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ორი წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (გარდა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც.

5​1. (ამოღებულია - 22.12.2017, №199/ნ);

6. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი;

7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №199 / ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს  რექტორს – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

ზ​1) უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას  ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პირის დანიშვნის შესახებ, შესაბამის თანამდებობაზე პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნამდე;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) განხილვაში;

ი) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;

ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ჟ) ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს;

რ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

რ​1) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის თაობაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავს ახლად შექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს. აგრეთვე, ახლად შექმნილ ფაკულტეტზე ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებამდე ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

რ​2) წყვეტს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის, აგრეთვე მოწვეული სპეციალისტების (პროფესორების)  თანამდებობრივი ცვლილების/გადაყვანის საკითხს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;

რ​3) ამ წესდების 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას  პირის ვადამდე გათავისუფლების შესახებ და აღსასრულებლად წარუდგენს რექტორს;

რ​4) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

რ​5) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

რ​6) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

რ​7) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

რ​8) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

რ​9) განსაზღვრავს  კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში პოსტდოქტორანტის დასაქმების წესს;

ს) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებს (ინსტრუქციებს, დებულებებს);

ტ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს;

უ) ამ წესდებით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე;

ფ) იღებს გადაწყვეტილებას გიორგი ნიკოლაძის მედლით ან უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოების თაობაზე;

ქ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ღ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს;

ყ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ყ​1) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის შეფასების და მონიტორინგის მიზნით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების აუდიო-ვიზუალური და ფოტოგრაფიული საშუალებებით აღბეჭდვის თაობაზე;

შ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ჩ) ახორციელებს ამ წესდებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

3. (ამოღებულია - 27.02.2015; №16/ნ).

4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

6. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

7. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

9. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

 10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. 


+
მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი), რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან (გარდა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) აირჩევა ორი წარმომადგენელი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევა ხდება ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.

5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 აპრილის ბრძანება  №74 /ნ - ვებგვერდი, 15.04.2019წ.


+
მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას;

დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შედგენის წესს;

ე) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ვ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს;

ზ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

თ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით;

ი) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინების საფუძველზე;

კ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წლიურ ანგარიშს;

ლ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს);

მ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ნ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, აგრეთვე აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ​1)  აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

ნ​2) უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას, შესაბამის თანამდებობაზე პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნამდე;

ო) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას;

ჟ) ახორციელებს ამ წესდებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) თავისი რიგებიდან ოთხი წლის ვადით, ამ წესდებითა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის წესი
1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;

2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)  წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ (სენატმა) დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

6. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.

11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

12. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომები შეიძლება იყოს დახურული.

13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

16. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

17. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი და მდივანი.

18. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უფლებამოსილია, დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) კომპეტენციას განეკუთვნება. 


+
მუხლი 14. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი (კანცლერი).

2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

6. რექტორი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;

ბ) ფაკულტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების საშტატო განრიგს და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტში ასახვის მიზნით;

ბ​1) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

გ) დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის პერსონალთან, გამოსცემს ბრძანებებს მათი დანიშვნისა და განთავისუფლების შესახებ;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

ე) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და აკადემიური - საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;

ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს - ბრძანებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება.

10. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება), აგრეთვე შვებულება, ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.

11. რექტორის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ვიცე-რექტორი, ხოლო ვიცე-რექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 

12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ახალ კანდიდატურას.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.


+
მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილება
1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი):

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) რექტორს, დანიშვნის მიზნით, წარუდგენს თავისი მოადგილის კანდიდატურას;

კ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) წინაშე.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღანელის (კანცლერის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;

ვ) კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავებას და აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას.“.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წინაშე.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ინიშნება არჩევნები. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
თავი III
ფაკულტეტი

+
მუხლი 18. ფაკულტეტის  სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სასწავლო (აკადემიური დეპარტამენტი, კათედრა, კოლეჯი და სხვა), სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

4. ფაკულტეტზე აგრეთვე არის ფაკულტეტის სათათბირო და მენეჯერის თანამდებობა. ამ წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო.

5. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, აგრეთვე ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
1. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით. საბჭოს რეგლამენტს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

2. ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს);

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

თ​1) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

თ​2) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

თ​3) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

თ​4) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

ი) ამტკიცებს ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

კ) ახორციელებს ამ წესდებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 21. დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

1​1. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

2. დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


+
მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზურნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

5​1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ნიშნავს არჩევნებს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 23. ფაკულტეტის სათათბირო 
1.ფაკულტეტის სათათბიროში შედის: დეკანი (თავმჯდომარე), მისი მოადგილე, მენეჯერი, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ამ ფაკულტეტის კვოტით არჩეული წარმომადგენლები.

2. სათათბიროს უფლებამოსილება განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.


+
მუხლი 24. მენეჯერი 
დამხმარე თანამდებობას განეკუთვნება მენეჯერი, რომელიც ინიშნება და რომლის  უფლებამოსილებებიც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

+
მუხლი 25. მზრუნველთა საბჭო
1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას მზრუნველთა საბჭო.

2. მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. მზრუნველთა საბჭოს მისიაა:

ა) სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებათა  ცოდნის, აკადემიური და ინტელექტური პროცესების არსისა და პრობლემური სიტუაციების სპეციფიკის გაცნობიერების, გადაწყვეტილებების უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით მიღების საფუძველზე ფაკულტეტის განვითარებაში წვლილის შეტანა, თანამშრომლობა, საქველმოქმედო შენატანების მოზიდვა, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევებით მისი გაძლიერებისათვის ხელშეწყობა;

ბ) თანამშრომლობა ფაკულტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების აკადემიური ხარისხის ამაღლებისა  და ფუნქციონირების აქტუალიზებაში.


+
მუხლი 26. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.

2. სადისერტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით უნივერსიტეტში ან ფაკულტეტზე.  სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/საბჭოებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3​1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან, ან უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი  მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

3​2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.

4. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობით, შესაძლებელია სადისერტაციო საბჭოში მოწვეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ფაკულტეტის რომელიმე სადოქტორო პროგრამის შესაბამისი მეცნიერების დარგში უკანასკნელ 5 წელიწადში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 3 შრომისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
თავი III​1
დამოუკიდებელი   სამეცნიერო - კვლევითი   ერთეული

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 26​1. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კ ვლევითი   ერთეულის   დაფუძნების კრიტერიუმები   და   წესი
1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, ცენტრს და ა.შ., რომელიც თავისი სამეცნიერო საქმიანობის მოცულობის, ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით არის საერთაშორისო ხილვადობის, ეროვნულ დონეზე კონკურენტუნარიანი და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შესაბამისი დარგის/დარგების განვითარებაში, რაც დგინდება შემდეგი ინდიკატორების მეშვეობით:

ა) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია  – გამოქვეყნებული ნაშრომები იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში (არ ეხება ქართველოლოგიურ მეცნიერებებს), საერთაშორისო მასშტაბით ინდექსირებულ რეცენზირებად (peer reviewed) ჟურნალებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში (Proceedings); უცხოეთისა და ადგილობრივ წამყვან გამომცემლობებში გამოცემული მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ატლასები, რუკები; შემუშავებული აქვს ტექნიკა და ტექნოლოგიები; აქვს მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კოლექცია; სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში, ეწევა მნიშვნელოვან საგამომცემლო საქმიანობას (იგულისხმება ბეჭდური და ელექტრონული ბაზები, სამეცნიერო პერიოდული გამოცემები, ენის კორპუსი და სხვ.);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

გ) ქვეყნის ეკონომიკის დარგების განვითარების და მართვის სრულყოფის, ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი კვლევები (ნორმატიული დოკუმენტები, სახელმწიფო პროგრამა, კონცეფცია და ა.შ.);

დ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები (თუ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პროფილი ამის საშუალებას იძლევა);

ე) სამეცნიერო პერსონალის მიერ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში (კონფერენცია, გამოფენა, სიმპოზიუმი, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და სხვ.) მონაწილეობა ან/და მათი ორგანიზება;

ვ) პროგრამული დაფინანსების არსებობა შესაბამისი დარგის/ქვედარგის უცხოელი ექსპერტის/ექსპერტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე (peer review).

2.  ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, რომელიც თავისი სამეცნიერო საქმიანობის მოცულობისა და ხარისხის თვალსაზრისით არის ეროვნულ დონეზე ხილვადი, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ნაკლები მნიშვნელობის მქონე, რაც დგინდება შემდეგი ინდიკატორების გამოყენებით:

ა) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები (სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების მასალებში (Proceedings) გამოქვეყნებული ნაშრომები და სხვ.);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

გ) სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და სხვ.);

დ) პროგრამული დაფინანსების არსებობა შესაბამისი დარგის/ქვედარგის უცხოელი ექსპერტის/ექსპერტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე (peer review).

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

4.  ფაკულტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ხოლო ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ფაკულტეტის საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 26​2. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სტრუქტურა   და   მართვა
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. 

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 26​3. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო   საბჭო
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 26​4. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   დირექტორი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს.  კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი, ხოლო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დეკანის წარდგინებით ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.  

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 26​5. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   უფლებამოსილებები
დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს ან/და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის (ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო) სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში საკუთარი ან მოძიებული ფინანსური უზრუნველყოფით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს – გააფორმოს ხელშეკრულებები ან/და მემორანდუმები ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედგენისა და განხორციელების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ე) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონალი

+
მუხლი 27. უნივერსიტეტის პერსონალი
1. უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.

2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 28. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.

2. (ამოღებულია - 16.03.2017, №53/ნ).

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 29. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

5. კონკურსს,  აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს რექტორი. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. საკონკურსო კომისია, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კანდიდატებს (კონკურსის შედეგებს) დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


+
მუხლი 30. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.  პირი პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. პირი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სამი ან ოთხი წლის ვადით.

3​1. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი სამი ან ოთხი წლის ვადით.

4. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია აირჩეს აგრეთვე შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე პირი, რომლის კვალიფიკაციაც შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით და რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის საჭირო კომპეტენცია. ამ კატეგორიის პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კონკურსში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 31. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;

ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. 


+
მუხლი 32. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

 ა) პირადი განცხადება;

 ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

 გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

 ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

 ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 


+
მუხლი 33. უნივერსიტეტის ჯილდოები და აკადემიური წოდებები
1. უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოა „გიორგი ნიკოლაძის მედალი“, უნივერსიტეტის ჯილდოა „საპატიო დიპლომი“.

2. უნივერსიტეტის ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

3. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

4. საპატიო დოქტორის წოდება შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის დაფასების მიზნით საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ   მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის ან/და ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.

5. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, აგრეთვე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოჩენილ   მეცნიერს, სახელმწიფო ან/და საზოგადო მოღვაწეს, უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით.

6. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


+
მუხლი 34. მოწვეული სპეციალისტები, მასწავლებელთა პერსონალი 
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (მოწვეული პროფესორი ან/და მოწვეული მასწავლებელი), სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „პ“, “ა“ და „აპ“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების სტატუსისა. მათი  შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 35. უნივერსიტეტის   სამეცნიერო   პერსონალი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 35​1. სამეცნიერო   თანამდებობის   დაკავების   წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას  იკავებს 5 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს).

7. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.

8. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 35​2. სამეცნიერო   პერსონალის   შრომითი   ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ  დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 35​3. მეცნიერის   უფლებები   და   მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

4. უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 35​4. პროფესორისა   და   მთავარი   მეცნიერი   თანამშრომლის   ატესტაციის   წესი
1.  პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ არჩეული პირი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

2. ატესტაციიის დროს ხორციელდება პროფესორის/მთავარი მეცნიერი თანამშრომლის მიერ გაწეული საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან.

3. ატესტაცია ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალობის პრინციპების დაცვით.

4. პროფესორის ატესტაციას ახორციელებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საატესტაციო კომისია, ხოლო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციას ახორციელებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საატესტაციო კომისია. საატესტაციო კომისიებს ქმნის უნივერსიტეტის რექტორი.

5. დაკავებული  თანამდებობის მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის კრიტერიუმებსა და შეფასების წესს, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს შესაბამისი საატესტაციო კომისია. აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს შესაბამისი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

6. ატესტაციის შედეგების მიხედვით, საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) პირი  არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგი იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

8. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 36. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი და მათი მოადგილეები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით.

3. ვიცე-რექტორს და რექტორის სხვა მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და დეკანის მოადგილეები თანამდებობაზე ინიშნებიან რექტორის ბრძანებით შესაბამისი მმართველი სუბიექტის წარდგინებით.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 37. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ე​1) ორგანიზაციული და სტრუქტურული ცვლილებები, რაც იწვევს ან/და მოითხოვს შესაბამისი თანამდებობის გაუქმებას, გარდაქმნას, შეცვლას ან მის ნაცვლად ახალი თანამდებობის/თანამდებობების შექმნას ან იწვევს სამუშაო ძალის შემცირებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 37​1. დამხმარე პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული  წინასწარი წერილობითი შეტყობინების ვადის დაცვით;

ბ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

გ) გარდაცვალება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


+
მუხლი 38. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 


+
თავი V
სტუდენტი

+
მუხლი 39. სტუდენტის სტატუსი და უფლებები
1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით, უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) ისარგებლოს მობილობის უფლებით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით;

თ) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

მ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, მათ შორის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით განათლების მიღების შესაძლებლობას.

5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ფაკულტეტის ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

6. უნივერსიტეტი  უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასებას, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ადმინისტრაციული (ფინანსური) ან აკადემიური (სასწავლო) რეგისტრაციის გაუვლელობა;

ბ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

დ) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);

ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც გამორიცხავს სასწავლო პროცესში სტუდენტის მონაწილეობის შესაძლებლობას;

ვ) სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს ექვსი კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს გადახდილი სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

9. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

10. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.

11. სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირი სტატუსის აღდგენისას, როგორც წესი, სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.

12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

გ) პირადი განცხადება;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით დადგენილ ვადებში;

ე) სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ნორმების საფუძველზე;

ვ) გარდაცვალება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

13. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი აღდგენა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

14. პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, შეუძლია მისი ხელახლა მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

15. სტუდენტის სტატუსის შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე გამოიცემა რექტორის ბრძანება.

16. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალიწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია მიმღები დაწესებულების წესდებასთან. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 40. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს წესდება და შინაგანაწესი.

+
მუხლი 41. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით.

2. უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. დისციპლინური წარმოების წესი, აგრეთვე დისციპლინური წარმოების პროცესში სტუდენტის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.

3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას.

4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ორგანომ - შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ.

6. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.


+
მუხლი 42. სტუდენტთა თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში.

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. 


+
მუხლი 42​1. ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისთვის აღიარება
1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აღიაროს, აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,, სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.

2. აღიარებას შეიძლება დაექვემდებაროს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კრედიტების აღიარების მიზნით, უნივერსიტეტი ადგენს სტუდენტის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

4. კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
თავი VI
უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი

+
მუხლი 43. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის  მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს).

4.   წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს).  

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს). წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წარდგინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


+
მუხლი 44. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტი თავის სტრუქტურული ერთეულებით ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას.

 2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.


+
მუხლი 45. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის ბრძანება № 16/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
მუხლი 46. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
თავი VII
რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

+
მუხლი 47. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
თავი VIII
წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა

+
მუხლი 48. წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის პროექტს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 26.02.2019წ.


+
თავი IX
გარდამავალი   დებულებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.


+
მუხლი 49. დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სტატუსის   განსაზღვრა
1. 2017 წლის 01 ივნისამდე განისაზღვროს უნივერსიტეტის სისტემაში არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების – სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (ცენტრების) სტატუსი ამ წესდების 261 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ახლად დაფუძნებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ჩაითვალოს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ცენტრის) უფლებამონაცვლედ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 მარტის ბრძანება  №53 / ნ - ვებგვერდი, 17.03.2017წ.



Annotate