საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (44 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №130/ნ |
|
2013 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №194 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ნოემბრის №234/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები |
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში – სასწავლო უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. 3. სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. შემოკლებული სახელწოდებაა:``სჯსსუ``; ინგლისური სახელწოდებაა: Legal entity of public law – samtske-javakheti state teaching university., შემოკლებული სახელწოდებაა ``Sjstu``. 4. სასწავლო უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, ლოგო, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. 5. სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან). 6. სასწავლო უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 7. სასწავლო უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 8. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.#6. |
მუხლი 2.
სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა |
1. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება; ე) სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სწავლების ციკლის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; ვ) სასწავლო უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში; ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; თ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა; ი) პერსონალის პროფესიული განვითარება; კ) აკადემიური თავისუფლების დაცვა; ლ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; მ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; ნ) სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სასწავლო უნივერსიტეტი: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში; თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში; ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას; კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 3.
სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი |
სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. |
მუხლი 4.
სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა |
1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, კანცელარია, აკადემიური საბჭოს სამდივნო; წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო; საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის განყოფილება; ადამიანური რესურსების განყოფილება; კულტურისა და სპორტის განყოფილება; ფინანსური დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და შესყიდვების სამსახური; აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური; მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახური;
2. სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით. |
მუხლი 5.
სასწავლო უნივერსიტეტის მართვა |
1. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო; გ) რექტორი; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. |
მუხლი 6.
სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები |
1. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) სასწავლო უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. |
მუხლი 7.
აკადემიური საბჭო |
1. სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 3. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 2 წარმომადგენელი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სასწავლო უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით 2 წლის გასვლის შემდეგ. |
მუხლი 8.
სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება |
1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს სასწავლო უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ო) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ირჩევს სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ) სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო პროცესის შეფასების წესს; ს) წელიწადში ერთხელ ისმენს რექტორის საქმიანობის ანგარიშს ხოლო, წელიწადში ორჯერ ისმენს დეკანების საქმიანობის ანგარიშს; ტ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. 4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. |
მუხლი 9.
აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი |
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.
2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 6. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული. 7. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 9. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება სასწავლო უნივერსიტეტის ბეჭედი. 10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. |
მუხლი 10.
წარმომადგენლობითი საბჭო |
1. სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. |
მუხლი 11.
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება |
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. |
მუხლი 12.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი |
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლის ვადით, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. |
მუხლი 13.
წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი |
1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;
2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). 3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა. 7.წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან. 11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული; 13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი. 14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები. 15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით. 17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. 18. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. |
მუხლი 14.
რექტორი |
1. რექტორი არის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღანელი.
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადება უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. რექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 9. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება. |
მუხლი 15.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი |
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. |
მუხლი 16.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება |
1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღანელი:
ა) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია სასწავლო უნივერსიტეტის სახელით სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ამზადებს სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; თ) პასუხისმგებელია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება. |
მუხლი 17.
სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური |
1.სასწავლო პროცესი, აგრეთვე, სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით; 4. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სასწავლო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე, რომელიც წელიწადში ერთხელ აღნიშნული საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს საქმიანობის ანგარიშს. |
მუხლი 18.
ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები |
1. ფაკულტეტი არის სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 4. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. |
მუხლი 19.
ფაკულტეტის საბჭო |
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. |
მუხლი 20.
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება |
ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმასა და საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; ზ) წელიწადში ორჯერ ისმენს დეკანის საქმიანობის ანგარიშს; თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. |
მუხლი 21.
დეკანი |
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღი. განცხადება დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და შესაბამის ფაკულტეტზე თვალსაჩინო ადგილას.
2. დეკანად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც გააჩნია დოქტორის აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ვ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი. |
მუხლი 22.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური |
1. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 ვადით. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. |
მუხლი 23.
სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი |
1. სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.
2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. |
მუხლი 24.
სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი |
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს. |
მუხლი 25.
აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი |
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. 5. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. |
მუხლი 26.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები |
1. სრული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. |
მუხლი 27.
აკადემიური პერსონალის უფლებები |
1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები. 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ; 3. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. |
მუხლი 28.
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება |
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. |
მუხლი 29.
ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი |
1. სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი და მისი მოადგილეები, სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების უფროსები.
2. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიაღწევს 65 წლის ასაკს, მასთან შრომითი ურთიერთობა შენარჩუნდება შრომითი ხელშეკრულების ვადით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობა შეწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით. |
მუხლი 30.
ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება |
სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა; ვ) ამ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა. |
მუხლი 31.
თანამდებობრივი შეუთავსებლობა |
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს სასწავლო უნივერსიტეტში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 32.
სტუდენტის სტატუსი და უფლებები |
1. პირს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს სასწავლო უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე სასწავლო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოსგან, სასწავლო უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს (გადაადგილების შესაძლებლობა რკინის პანდუსების მეშვეობით, ეზოსა და კიბის უჯრედში) მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. 5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; 6. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) სწავლის საფასურის გადაუხდელობა სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში; ბ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა; დ) აკადემიური შვებულება. 8. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. 9. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი; 10. სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის შეჩერება სტუდენტს არ ათავისუფლების სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 11. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი. 12. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ვადით სტატუსის შეჩერება; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე; გ) პირადი განცხადება; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში; ე) სასწავლო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით, სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული, სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ვ) გარდაცვალება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა. 13. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს მობილობის უფლებით. 14. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს დეკანის წარდგინებით გამოსცემს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი. |
მუხლი 33.
სტუდენტის ვალდებულებები |
სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს წესდება და შინაგანაწესი. |
მუხლი 34.
სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა |
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა)პლაგიატი- ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე; ბ) თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა; გ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ; დ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით). ე) შინაგანაწესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 2. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 3. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობით იქმნება რეალური საფრთხე მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის ქმედების განმეორებით ჩადენისა და თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 4. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 5. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭომ. 6. მტკიცებულებების მოპოვება ხდება დიციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დიციპლინური წარმოების განხორციელების პროცესში რა დროსაც საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებსა და წარადგენენ მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს (წერილობითი, ნივთიერი) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითაც მოიპოვოს/გამოითხოვოს მტკიცებულებები. 7. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. |
მუხლი 35.
სტუდენტთა თვითმმართველობა |
1. სასწავლო უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის მართვაში. ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან სასწავლო უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. |
მუხლი 36.
სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი |
1. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. |
მუხლი 37.
სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსება |
1. სასწავლო უნივერსიტეტი თავის სტრუქტურულ ერთეულებით (სასწავლო უნივერსიტეტის სტამბა; ენათა ცენტრი; მოსამზადებელი ცენტრი) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობას.
2. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. 3. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს. 4. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. |
მუხლი 38.
სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი |
1. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სასწავლო უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, სასწავლო უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლო უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. |
მუხლი 39.
სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება |
სასწავლო უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
|
მუხლი 40.
სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
1.სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. |
მუხლი 41.
წესდებაში ცვლილების შეტანის წესი |
1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო. |
+
ბრძანება №130/ნ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №194 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
+
+
+
მუხლი 1. სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში – სასწავლო უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
+
მუხლი 2. სასწავლო უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
+
მუხლი 3. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
+
თავი II
სასწავლო უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.თავი II
+
მუხლი 4. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა
+
მუხლი 5. სასწავლო უნივერსიტეტის მართვა
+
მუხლი 6. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
+
მუხლი 7. აკადემიური საბჭო
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 8. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
3. (ამოღებულია - 13.01.2014, №04/ნ).
5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც აკადემიური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
+
მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო
3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა სასწავლო უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
+
მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.
18. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება.
+
მუხლი 14. რექტორი
2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
10. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
+
მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობით საბჭოსათვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 17. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
6. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე, რომელიც წელიწადში ერთხელ აღნიშნული საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს საქმიანობის ანგარიშს.
+
+
მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები
+
მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო
+
მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
+
მუხლი 21. დეკანი
2. დეკანად შეიძლება აირჩეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
+
მუხლი 23. სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი
+
მუხლი 24. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ–პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ–პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 25. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევა ხდება სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საკონკურსო კომისიების მიერ.
3. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება ხდება სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, აკადემიური პერსონალის შემადგენლობის განახლების ან/და წარმოქმნილი ვაკანსიის შევსების მიზნით.
4. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში კონკურსი ტარდება არა უგვიანეს აკადემიური პერსონალის წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და მუხლით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
6. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების, დასრულების, კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღები, ასევე კონკურსის პირობები და კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
7. ამ მუხლით განსაზღვრულ დღეებში იგულისხმება კალენდარული დღეები.
8. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევად (კონკურსის ჩასატარებლად), თითოეულ ფაკულტეტზე იქმნება საკონკურსო კომისია.
9. საკონკურსო კომისია შედგება 3-7 წევრისაგან. კომისიის წევრები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
10. საკონკურსო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე. საკონკურსო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს (მათ შორის კონკურსის შედეგების შემაჯამებელ ოქმს), რეგისტრაციაში გატარებულ კანდიდატებს აძლევს შესაბამის ცნობებს, რეგისტრაციაში ატარებს საკონკურსო კომისიაში შესულ კორესპონდენციებს (მათ შორის განცხადებებს/საჩივრებს).
11. საკონკურსო კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს ან მისი წევრების არა ნაკლებ 1/3-ს.
12. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.
13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრის წესით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.
14. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
15. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი, კომისიისა და სამდივნოს წევრები სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება იღებდნენ გაწეული შრომის ანაზღაურებას.
16. საკონკურსო კომისიის სრული დოკუმენტაცია კონკურსის შედეგების ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცემა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.
17. საკონკურსო კომისიის უფლება-მოვალეობებია:
ა) განახორციელოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ორგანიზება და ჩატარება;
ბ) კონკურსის შედეგად შეარჩიოს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
გ) მიიღოს და განიხილოს საპროცედურო დარღვევებთან დაკავშირებული განცხადებები/საჩივრები;
დ) სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში ნაწილობრივ ან მთლიანად გააუქმოს ან შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებზე.
18. საკონკურსო კომისია უფლებამოსილებას ინარჩუნებს აკადემიური კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.
19. საკონკურსო კომისია ვალდებულია კონკურსის ჩატარება უზრუნველყოს ამ მუხლით დადგენილი წესით.
20. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს და ხელს აწერს შესაბამის ოქმებს.
21. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკონკურსო კომისიის სხდომებს შეიძლება ხელმძღვანელობდეს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც აირჩევა კომისიის სხდომაზე.
22. კონკურსანტთა რეგისტრაციის მიზნით სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალისაგან იქმნება საბუთების მიმღები სამდივნო, რომელიც კომპლექტდება 2-4 წევრით.
23. საბუთების მიმღები სამდივნოს უფლება-მოვალეობებია:
ა) კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაციაში გატარება;
ბ) განცხადების მიღების შემთხვევაში განმცხადებელზე განცხადების მიღების შესახებ ცნობის გაცემა, რომელშიც აღინიშნება განმცხადებლის სახელი, გვარი, ფაკულტეტისა და საძიებელი თანამდებობის დასახელება, საშტატო ერთეული, წარმოდგენილი დოკუმენტების სრული ნუსხა ფურცლების რაოდენობის მითითებით, ასევე, საბუთების მიღების თარიღი და რიგითი ნომერი. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ განმცხადებელს უბრუნდება წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
გ) განცხადების მიღებიდან 6 დღის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება საკონკურსო პირობებთან;
დ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის არ არსებობის შემთხვევაში კონკურსანტის რეგისტრაციის განხორციელება;
ე) წარმოდგენილ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებლისათვის 1 დღის ვადაში წერილობით შეტყობინების გაგზავნა, რომელიც უფლებამოსილია აღმოჩენილი ხარვეზი გამოასწოროს შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში;
ვ) სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განმცხადებლისათვის განცხადების რეგისტრაციაზე უარის თქმა ან რეგისტრაციის გაუქმება.
24. თითოეულ საკონკურსო ადგილზე რეგისტრირებულ კონკურსანტთა სია ქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.
25. საკონკურსო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს კონკურსანტი.
26. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს სასწავლო უნივერსიტეტი.
27. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და შესაბამისი ფაკულტეტი უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფასა და სათანადოდ მოწყობას.
28. საკონკურსო კომისიები მუშაობენ 1000 – დან – 1800 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დასაშვებია სამუშაო საათების ცვლილება, რაც უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამის ოქმში.
29. კონკურსი ტარდება, თუ გამოცხადდა საკონკურსო კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.
30. საკონკურსო განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ფორმით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე.
31. საკონკურსო განცხადებაში აღინიშნება: განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი), შესაბამისი ფაკულტეტისა და საკონკურსო თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის მითითებით. აგრეთვე დასტური იმისა, რომ განმცხადებელი გაეცნო და ეთანხმება აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის პირობებს, დასასრულს კეთდება განმცხადებლის ხელმოწერა და მიეთითება თარიღი.
32. საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაერთოს კონკურსანტის ანკეტა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სათანადო ინფორმაცია (მათ შორის იმ სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო კურსის ან/და სხვა მეცადინეობების გაძღოლა), რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო თანამდებობის მოთხოვნებთან და შესაბამისი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამასთან (პროგრამებთან). საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაერთოს აგრეთვე წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და სხვა საჭირო დოკუმენტაცია (დედანი და ქსეროასლი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ხოლო ყველა სხვა ინფორმაცია ისეთი სახით, რომლის მიხედვით საკონკურსო კომისიას შეეძლება მისი უტყუარობის შემოწმება/დადგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება მხედველობაში მიღებული საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის მონაცემების შეფასებისას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
33. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, ისეთი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს შემოსულ განცხადებაზე წყდება საქმის წარმოება, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი და წერილობით ეცნობება კონკურსანტს.
34. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი არ მოითხოვს შესაბამის პუბლიკაციათა წარმოდგენას, თუ იგი (მისი ყველა გვერდი) დამოწმებული იქნება შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
35. საკონკურსო კომისიისაგან ცნობის ან სხვა რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ადასტურებს ხელმოწერით.
36. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები (გარდა კონკურსის შედეგებისა) ამავე საკონკურსო კომისიაში შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
37. განცხადება/საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საკონკურსო კომისიის დასახელება;
ბ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ.ნომერი);
გ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის სტატუსი.
დ) დარღვევის შინაარსი;
ე) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას);
ვ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა;
ზ) განცხადების/საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა, თარიღი და დრო.
38. ფაკულტეტის საკონკურსო კომისია ვალდებულია განმცხადებელს გადასცეს ცნობა, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
39. განცხადების/საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და გადაწყვეტილებას იღებს მისი დაკმაყოფილების, დაკმაყოფილებაზე უარის ან მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
40. განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია ან შეიძლება იქონიოს კონკურსის შედეგზე.
41. ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
42. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან კონკურსის შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდში, მას შემდეგ, რაც განხორციელდება თითოეულ საკონკურსო თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტთა მონაცემების ანალიზი.
43. საკონკურსო კომისიების მიერ სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა შერჩევა ხდება მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით საკონკურსო თანამდებობასთან და შესაბამისი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამასთან (პროგრამებთან), კონკურსანტთა სხვა აქტივობების, მიღწევების და დამსახურების გათვალისწინებით, რაც დგინდება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისა და კონკურსანტთან გასაუბრების გზით.
44. კონკურსის ჩატარების დღეს საკონკურსო კომისია იხილავს რა კონკრეტული საკონკურსო თანამდებობის არსებულ საშტატო ერთეულებზე კონკურსში მონაწილე თითოეული კონკურსანტის მონაცემებს და აფასებს კონკურსანტთან გასაუბრების შედეგებს, ღია კენჭისყრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, საკონკურსო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე ხმა მისცეს არაუმეტეს იმდენ კონკურსანტს, რამდენი საკონკურსო ადგილიცაა მოცემულ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში.
45. კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსანტი, რომელსაც ხმას მისცემს საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ იმ კონკურსანტთა რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს ხმათა საჭირო რაოდენობა, აღემატება შესაბამისი საკონკურსო ადგილების რაოდენობას ან კონკურსანტების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კონკურსანტებს დაუყოვნებლივ ეყრება განმეორებით კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. განმეორებით კენჭისყრაზე ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც წინა კენჭისყრაზე მეტი ხმა მიიღო. თუ მეორე კენჭისყრითაც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ამავე წესით ტარდება იმდენი კენჭისყრა, რამდენიც საჭირო იქნება მოცემულ საკონკურსო თანამდებობაზე არსებული საკონკურსო ადგილის (ადგილების) დაკომპლექტებისათვის.
46. მას შემდეგ, რაც კონკურსი ჩატარდება ყველა საკონკურსო თანამდებობაზე, საკონკურსო კომისიის მიერ ივსება და კენჭისყრით მტკიცდება შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) საკონკურსო კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი;
ბ) კენჭისყრაზე გამოცხადებული საკონკურსო კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი;
გ) თითოეული კონკურსანტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
დ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტის(კონკურსანტების) სახელი და გვარი;
ე) შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების თარიღი.
47. თუ კონკურსში რომელიმე საკონკურსო თანამდებობაზე არ მონაწილეობდა არცერთი კონკურსანტი, ან კონკურსის ჩატარების შედეგად არ შეივსო შესაბამისი ვაკანსიები, დარჩენილ ვაკანსიებზე ინიშნება ხელახალი კონკურსი ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით.
48. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აქვეყნებს კონკურსის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული დღისა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, საინფორმაციო დაფაზე).
49. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ძალაშია კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, რომელიც დაუყოვნებლივ განთავსდება სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.
50. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან (კანდიდატებთან) კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე ფორმდება აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფა ევალება სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას.
51. აკადემიური კონკურსის ფორმებს, პირობებს, აგრეთვე საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიისა და საბუთების მიმღები სამდივნოს შემადგენლობას და აკადემიური კონკურსის შედეგებს ამტკიცებს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 26. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
4. ასისტენტის თანამდებობაზე ამ მუხლით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 27. აკადემიური პერსონალის უფლებები
3. სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
+
მუხლი 28. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
+
მუხლი 29. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერის წარდგინებით.
7. სასწავლო უნივერსიტეტის რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ წესდებით გათვალისწინებულ საარჩევნო ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ სასწავლო უნივერსიტეტში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
+
მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება სასწავლო უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
+
სტუდენტი
+
მუხლი 32. სტუდენტის სტატუსი და უფლებები
+
მუხლი 33. სტუდენტის ვალდებულებები
+
მუხლი 34. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
ა)პლაგიატი- ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე;
+
მუხლი 35. სტუდენტთა თვითმმართველობა
4. სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
+
+
მუხლი 36. სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება № 04/ ნ - ვებგვერდი, 13.01.2014წ.
+
მუხლი 37. სასწავლო უნივერსიტეტის დაფინანსება
+
მუხლი 38. სასწავლო უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
+
მუხლი 39. სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
+
+
მუხლი 40. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.
+
+
მუხლი 41. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი
2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 09.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №130/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.016650.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 44 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, №130/ნ, 09.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016650 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2012769/