საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2013 ძალადაკარგული 26.02.2015
ნომერი
№136/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №136/ნ

2013 წლის 11 სექტემბ ე რი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. 
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



 

დანართი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი;

გ) მენეჯერული საქმიანობის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,  Outlook);
ე) უცხოური ენების (ინგლისური - ძალიან კარგი, რუსული -  ძალიან კარგი)   ცოდნა;

ვ) (ამოღებულია - 18.09.2013, №140/ნ).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ)საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”   საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ვ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ)„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის  №36/ნ  ბრძანება;

თ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება;

ი) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანება № 140 /ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“, №136/ნ, 11.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016656 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2014128-1/