საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2013 ბოლო ცვლილება 27.08.2024
ნომერი
№134/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016654
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №134/ნ

2013 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №189 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდება დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ნოემბრის №235/ნ ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
+



 

დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდება


+
თავი I
ზოგადი დებულებები


+
მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები 
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო  და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო,  სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: ილიას უნივერსიტეტი; ინგლისური სახელწოდებაა: Ilia State University, შემოკლებული სახელწოდებაა Ilia State.

4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია ნებისმიერი დონის, მათ შორის საკონსტიტუციო, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

7. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: საქართველო, თბილისი, 0162, ჩოლოყაშვილის 3-5.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
1. უნივერსიტეტის მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

ბ) ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. თავისი მიზნების შესასრულებლად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;

ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;

ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;

კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უნივერსიტეტის მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ლ) ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო,  სადოქტორო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.  ასევე სასერტიფიკატო, პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო   პროგრამებს/კურსებს.

მ) ახორციელებს ინოვაციურ და ფუნდამენტურ კვლევებს;

ნ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს ორიგინალურ თუ თარგმნილ სახელმძღვანელოებსა და კვლევებს;

ნ​1) ახორციელებს საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობას. ასევე ქმნის საპროექტო, არქიტექტურულ და კომპიუტერული პროგრამების პროდუქციას და ახორციელებს მათ დანერგვა-განვითარება;

ო) ახორიციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;

პ) თავისი ბიუჯეტის ნაწილს ახმარს სამეცნიერო კვლევების განვითარებას;

ჟ) ამყარებს საუნივერისტეტო სამეცნიერო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფუძნებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 3. უნივერსიტეტის სიმბოლიკა 
1. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სიმბოლიკა, კერძოდ: ჰიმნი, დროშა და გერბი. დროშაზე გამოსახულია გერბი. გერბი წარმოადგენს ოთხველიან ფარს. უნივერსიტეტის ძირითადი ფერია მეწამული.

2. გერბი შედგება შემდეგი ველებისაგან:

ა) პირველი ველი, რომელზეც უნივერსიტეტის დაარსებისას მასში არსებული ექვსი ფაკულტეტის/სკოლის აღსანიშნავად გამოსახულია ექვსი გადაშლილი წიგნი წარწერით: academica, libertas consienciae, libertas arbirtii („აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება“).

ბ) მეორე ველს დიდი სწორი ჯვრის ფორმა აქვს. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბოლნურ-კაცხური ჯვარია;

გ) მესამე ველი, რომელზედაც ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული ორი გასაღებია, აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას;

დ) მეოთხე ველი, რომელზეც გამოსახულია სამი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარსულს, მათ გაერთიანებასა და ახალი უნივერსიტეტის მომავალს აღნიშნავს.

3. საგერბო ფარის ქვეშ განთავსებულია სადევიზო ბაფთა. სადევიზო ბაფთაზე ლათინურად წერია „LIGAMUS“, რაც ნიშნავს „ჩვენ ვაერთიანებთ“. წარწერა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს იგი სტუდენტებსა და საზოგადოებას.

4. (ამოღებულია - 15.12.2014; №159/ნ).

5. (ამოღებულია - 15.12.2014; №159/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 4. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

+
თავი II
სტრუქტურა და მართვა

+
მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის სტრუქტურას  შეადგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები – ფაკულტეტები და სკოლები (შემდგომში – ფაკულტეტი/სკოლა), ფაკულტეტის/სკოლის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები (შემდგომში – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) (კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), კვლევითი ერთეულები – ინსტიტუტები/ცენტრები/ლაბორატორიები, დეპარტამენტები, სამმართველოები, ცენტრები, სამსახურები, გამომცემლობა, აგრეთვე ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები:  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატები,  მართვის ორგანოების სამდივნოები.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომში  –  წარმომადგენლობითი საბჭო).

3. ფაკულტეტების/სკოლების, კვლევითი ერთეულების და სხვა სტრუქტურული ერთეულების  შექმნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების და სხვა სტრუქტურული ერთეულების დებულებებს განიხილავს აკადემიური საბჭო და  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 

5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ზედიზედ სამჯერ უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის, გარდაქმნის  ან/და გაუქმების შესახებ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 2/3-ს წილისყრით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 6. ფაკულტეტი/სკოლა  
1. უნივერსიტეტის ფაკულტეტის/სკოლის მიზანია საბაკალავრო, სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამების განხორციელება, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასერტიფიკატო, პროფესიული მომზადების ან/და გადამზადების საგანმანათლებლო   პროგრამების/კურსების განხორციელება.

2. ფაკულტეტს/სკოლას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები, ასევე კვლევითი ერთეულები და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

3. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის/სკოლის დეკანი, ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ფაკულტეტის/სკოლის  საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, აწარმოებს ფუნდამენტურ,  გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ამ წესდების 291 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კვლევით პროგრამებს განიხილავს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

3.  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;

ვ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში აკადემიური საბჭოს ან ფაკულტეტის/სკოლის მიერ დადგენილი წესით;

ზ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისაგან.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია სამეცნიერო საბჭო და დირექტორი.“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 7​1. კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია) 
1. კვლევითი ერთეული  აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს.

2. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კვლევითი ერთეული ითხოვს სამეცნიერო-კვლევების განსახორციელებელ დაფინანსებას უნივერსიტეტისაგან.

3. კვლევით ერთეულში გაერთიანებულნი არიან უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მკვლევრები.

4. კვლევითი ერთეულის მმართველი ორგანოა: კვლევითი ერთეულის დირექტორი/დირექტორები, რომელსაც ნიშნავს აკადემიური საბჭო.

5. კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს ადგენს/ადგენენ კვლევითი ერთეულის დირექტორი/დირექტორები კვლევითი ერთეულის თანამშრომლებთან ერთად.

6. თუ კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა შედგება რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი პროექტისაგან, შესაძლებელია არჩეულ იქნეს კვლევითი ერთეულის  რამდენიმე დირექტორი.

7. კვლევითი ერთეულის დირექტორი, როგორც წესი, არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 8. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

2. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია:

ა) უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება;

გ) უნივერსიტეტში საინფორმაციო წიგნიერების განვითარება – ამ მიზნით სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების/პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება.


+
მუხლი 9. უნივერსიტეტის მართვა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია:

ა) ფაკულტეტის/სკოლის საბჭო;

ბ) დეკანი;

გ) ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2​1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია:

ა) სამეცნიერო საბჭო; 

ბ) დირექტორი.

3. ინსტიტუტის მართვის ორგანოა ინსტიტუტის დირექტორი ან დირექტორები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 10. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას;

ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 11. აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების/სკოლების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.

3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს/სკოლას ჰყავს 2 წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად  აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

6. (ამოღებულია - 22.12.2017, №200/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 12. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების/სკოლების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ​1) ფაკულტეტის/სკოლის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ან/და კვლევითი ერთეულების წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

ე) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ვ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ვ​1) განიხილავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე/სკოლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების/სკოლების საბჭოების წარდგინებით;

თ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების კრედიტების აღიარების წესს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე/სკოლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების/სკოლების საბჭოების წარდგინებით;

კ) იღებს გადაწყვეტილებებს  საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების შექმნის შესახებ;

ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

მ)  ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

მ​1) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებას.

ნ) გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

ო) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელს და ამტკიცებს ბიბლიოთეკის სამუშაო, სასწავლო და კვლევით პროგრამებს;

პ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით, ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ჟ) თავისი შემადგენლობიდან ირჩევს აკადემიური საბჭოს მდივანს, რომელიც პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს ოქმების შედგენაზე;

რ) ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების გავლის წესს;

ს) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის (სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული)) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ. სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ტ) იღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/სკოლის, კვლევითი ერთეულის, შექმნის/გაუქმების/გარდაქმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

უ) (ამოღებულია - 18.07.2023, №69/ნ);

ფ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ქ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;

ღ) წლიურ ანაგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ყ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

შ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

ჩ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება აკადემიური საბჭოს ოქმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენის გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს  წევრთა 2/3-ის თანხმობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 20.07.2023წ.


+
მუხლი 13. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. აკადემიური საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს რექტორი. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

2. აკადემიური საბჭოს წევრებს  წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.

4. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) მართვის ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

6. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

7. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 


+
მუხლი 14. წარმომადგენლობითი საბჭო
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან/სკოლებიდან წარმომადგენლობისა და პროპორციულობის საფუძველზე. წარმომადგენლობით საბჭოში აკადემიური თანამდებობის მქონე პირს ირჩევს ფაკულტეტზე/სკოლაში არსებული ყველა აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, ხოლო წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების წარმომადგენელს ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის ყველა სტუდენტი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. ასისტენტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.

5. პროფესორებისა  და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

8. (ამოღებულია - 23.12.2013, №207/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 15. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს  უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებისა);

გ​1) ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და მდივანს ფარული კენჭისყრით, კენჭისყრის ფარულობას  უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩვენო კომისია;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ლ​1) აკადემიური საბჭოს წარდგინებით  ამტკიცებს უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებას;

მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ;

ო) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 16. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან  ფარული კენჭისყრით  4 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 17. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;

2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას.

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს დადგენილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ფარული  კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ორი დღის ვადაში  საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

7.წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით.

 9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

10. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

11. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;

12. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

13. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

14. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა).

15. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.

16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია დადგენილების ფორმით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. 


+
მუხლი 18. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის და საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება. 

3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსისათვის დადგენილი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

6. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

7. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7​1. რექტორს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით. ისინი ინიშნებიან რექტორის მიერ და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს  ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

9.  რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებლებს და ამ წესდების 36-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 42-ე მუხლით გათვალისწინებულ პერსონალს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

10. რექტორად არჩევა, თუკი ის მანამდე იყო აკადემიური საბჭოს წევრი, არის აკადემიური საბჭოს წევრობის, როგორც ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლობის, შეწყვეტის საფუძველი. ეს უფლება არ აღდგება რექტორის უფლებამოსილების დასრულების, ან შეწყვეტის შემთხვევაში.

11. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 19. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 
1.ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური, ადმინისტრაციული და ადამიანური  რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილეები რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


+
მუხლი 20. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

გ​1) შეიმუშავებს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

ვ) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების/სკოლების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;

ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

კ) უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შტატგარეშე დამხმარე პერსონალის სახით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

ლ) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მ) განსაზღვრავს მასწავლებელთა, ამ წესდების 36-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

 ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

 ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 21. რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება 
რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, თავიანთი უფლებამოსილებების  განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში,  თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოვალეობის შესრულება დააკისრონ უნივერსიტეტში დასაქმებულ პირს.

2. რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შესაძლოა გაიცეს მინდობილობა, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება და უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომსა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 22. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1.სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით; უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის ხარისხის რაოდენობრივ მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების/სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების/სკოლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

დ​1) კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.“;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

ვ) სისტემატურად აფასებს უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს;

ზ) ამზადებს უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისათვის.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
თავი III
ფაკულტეტი/სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 23. ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურა და ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი/სკოლა არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის/სკოლის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. ფაკულტეტის/სკოლის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. ფაკულტეტს/სკოლას შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, დეპარტამენტები, ინსტიტუტები, ცენტრები და სხვა სტრუქტურული ერთეული სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 24. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო
1. ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის/სკოლის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი,  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის/სკოლის  საბჭო არის არჩევითი, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) აკადემიური პერსონალი შემდეგი წესის დაცვით:

ა.ა) ფაკულტეტიდან/სკოლიდან, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 30 და 30-ზე ნაკლები, ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის აკადემიური პერსონალის ყველა წარმომადგენელი.

ა.ბ) ფაკულტეტიდან/სკოლიდან, სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 30-დან და 120-ის ჩათვლით, ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის ყოველი 10 აკადემიური პერსონალიდან არჩეული 2 წარმომადგენელი.

ა.გ) ფაკულტეტიდან/სკოლიდან,  სადაც აკადემიური პერსონალის რაოდენობა არის 120-ზე მეტი,   ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოში შედის ყოველი 10 აკადემიური პერსონალიდან არჩეული 1 წარმომადგენელი.

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან არჩეული თითო წარმომადგენელი;

გ) სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

3. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის/სკოლის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 25. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს უფლებამოსილება
1. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სადისერტაციო საბჭოს დებულებისა და სადისერტაციო საბჭოს შესაქმნელად  და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

ი) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

კ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

ლ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

მ) ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს.

ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 26. დეკანი
1. ფაკულტეტის/სკოლის საბჭო ფაკულტეტის დეკანს, რომელიც უნდა იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის/სკოლის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, ფაკულტეტის/სკოლის საბჭოსა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2. დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის/სკოლის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს სხდომებს;

ვ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ფაკულტეტის/სკოლის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს.

4. დეკანი თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში წარდგინებით მიმართავს რექტორს და წარუდგენს ამავე ფაკულტეტზე/სკოლაში დასაქმებულ პირს  მოვალეობის დროებით შემსრულებლად. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 27. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე/სკოლაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის/სკოლის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა)  ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით;

ბ) შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა); 

გ) აფასებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე.

3. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

4. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე. 

5. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო 4 წლის ვადით.

6. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო.

7. ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად აცნობს თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 28. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება  ფაკულტეტზე/სკოლაში.

2. ფაკულტეტის/სკოლის სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის/სკოლის წარდგინების საფუძველზე  აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ფაკულტეტის/სკოლის სადისერტაციო საბჭო შედგება შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან.

4.  სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის    წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 29. ინსტიტუტის დირექტორი (დირექტორები)
1. კვლევითი ერთეულის დირექტორად შეიძლება დანიშნული იქნეს  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

2. ინსტიტუტის დირექტორს (დირექტორებს) ნიშნავს აკადემიური საბჭო. აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია გამოაცხადოს კონკურსი ინსტიტუტის დირექტორის ვაკანსიის დასაკავებლად.

3.ინსტიტუტის დირექტორი (დირექტორები):

ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას;

ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის იმ კვლევითი პროექტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც საჭიროებს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, აკადემიური საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნულ პროექტებს ითვალისწინებს უნივერსიტეტის საერთო ბიუჯეტში წარმომადგენლობით საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების დროს;

გ) ყოველი წლის ბოლოს აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 29​1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  შექმნის კრიტერიუმები,  მისი შექმნის, რეორგანიზების და გაუქმების წესი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ფაკულტეტზე/სკოლაში, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით იღებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობის ინსტიტუციური გამოცდილების მქონე სუბიექტისგან, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილი წესით. 

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი სუბიექტი  უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს: 

ა) სახელმწიფო მიზნობრივი, მათ შორის, პროგრამული დაფინანსების არსებობა არანაკლებ 90 000   (ოთხმოცდაათი ათასი)  ლარისა წლიურად;

ბ) არანაკლებ 10 დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე თანამშრომელი;

გ)  სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციების გამოქვეყნება ბოლო 10 წლის მანძილზე საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში (სამეცნიერო სერიებში) და საერთაშოსრისო რეფერირებად ჟურნალებში, რომლებიც შესულია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: Thomson Reuters Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue.  

დ) მოპოვებული ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტები ბოლო 10 წლის მანძილზე.

5. დამატებითი მოთხოვნები შესაძლოა დადგინდეს უნივერსიტეტის მისიიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებთან შეთანხმებით.

6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, შექმნისას აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა (სადაც უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა საქმიანობა), წლიური ბიუჯეტის პროექტი (ყველა აუცილებელი ხარჯის გათვალისწინებით), რითაც საბუთდება ხარჯების  მიზანშეწონილობა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არსებობის მდგრადობის დასაბუთება.

7. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების რეორგანიზაცია ხორციელდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით. 

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის დადგენის ან მის მიერ სახელმწიფოს მიზნობრივი დაფინანსების დაკარგვის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უქმდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 29​2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა  
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს  ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 29​3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

  2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების  პროცესში;

გ) ასრულებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 29​4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი  
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს  დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არა უგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. 

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
თავი IV
უნივერსიტეტის პერსონალი

+
მუხლი 30. უნივერსიტეტის პერსონალი
1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალი და მასწავლებელი.

2. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 31. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.

2. (ამოღებულია - 22.12.2017, №200/ნ).

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

3​1. ასისტენტი, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

4. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. (ამოღებულია - 22.12.2017, №200/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 32. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 14 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 14 კალენდარული დღის ვადაში.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  საბუთების მიღების ვადის ამოწურვამდე, უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე.  

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა, წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი.

5. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მიმართვას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის დეკანი. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების ინიციატორი შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოც.

6. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსს ატარებს ან აკადემიური საბჭო, ან ფაკულტეტის/სკოლის საბჭო ან აკადემიური/ფაკულტეტის/სკოლის  საბჭოს მიერ შექმნილი უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალისგან  შემდგარი კომისია. კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები წარედგინება  რექტორს.

7. ისეთ ახალდაფუძნებულ ფაკულტეტზე/სკოლაში, სადაც არ არის არჩეული ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტარდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 33. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე:

ა)  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე სწავლების გამოცდილება ან/და სამეცნიერო პუბლიკაციები, ასევე აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ სფეროს სპეციფიკის შესაბამისად  განსაზღვრულ  დამატებით პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა ერთი, ორი, სამი, ოთხი ან ხუთი  წლის ვადით.

ბ) უვადოდ შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირობებს.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არაუმეტეს 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტის თანამდებობაზე - დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 

4. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია დოქტორის ხარისხის ფლობის გარეშე პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 20.07.2023წ.


+
მუხლი 33​1. პროფესორის ატესტაციის წესი
1. უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.  ატესტაცია ტარდება აკადემიური საბჭოს თანხმობით რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ.

2. უვადოდ არჩეულ პროფესორთა ატესტაციის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით შექმნილი კომისია აკეთებს უვადოდ არჩეული პროფესორის მიერ  განხორციელებული აკადემიური  და სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის შეფასებას. უვადოდ არჩეული პროფესორის აკადემიური საქმიანობის შეფასება ეფუძნება აკადემიური პერსონალისთვის  აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს.

3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ უვადოდ არჩეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს აკადემიური საბჭოს წინაშე,  უვადოდ არჩეული პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, ფაკულტეტთან/სკოლასთან შეთანხმებით და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 34. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;

ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. 


+
მუხლი 35. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;       

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ე​1) ატესტაციის პირობების დაუკმაყოფილებლობა;  

ე​2) (ამოღებულია - 18.07.2023, №69/ნ);

ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 20.07.2023წ.


+
მუხლი 35​1. სამეცნიერო პერსონალი
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირებისგან: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 35​2. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი  
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება:

ა) შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს ერთი, ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წლის ვადით. 

ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს მიერ დადგენილ პირობებს. უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი თავისუფლდება მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან 65 წლის ასაკის მიღწევისას. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 65 წელს მიღწეული მთავარ მეცნიერ თანამშრომელს შრომითი ურთიერთობა შეიძლება გაუგრძელდეს 5 წლის  ვადით.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3  წლის ვადით. 

4.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არა უმეტეს 2  წლის ვადით.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 35​3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაცია
1. უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ, რომელიც ახდენს უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას. 

2. შესაბამისი კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება სამეცნიერო მოთხოვნებს (კრიტერიუმებს), რომლებიც აისახება ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების დამდგენ სამართლებრივ აქტში. 

3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ უვადოდ არჩეულ მთავარი მეცნიერი თანამშრომელზე ადგენს დასკვნას. კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლის დარჩენაზე ან   დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. 

4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს.

5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 35​4. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები  
1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმებისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესის  უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე)  ატესტაციის პირობების დაუკმაყოფილებლობა; 

ვ) 65 წლის ასაკის მიღწევა; 

ზ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის გაუქმება;

თ) სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული)  დაფინანსების შეწყვეტა; 

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 35​5. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები  
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტში მოქმედი წესების, ფაკულტეტის/სკოლისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს უნივერსიტეტში მოქმედი  წესებით, ფაკულტეტის/სკოლისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

4. სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლება უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის, ფაკულტეტის/სკოლის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ. 

5. სამეცნიერო პერსონალს სხვა  უმაღლეს საგანამანათლებლო,  სამეცნიერო, კვლევით დაწესებულებაში  არ შეუძლია დაიკავოს აკადემიური, ადმინისტრაციული, სამეცნიერო ან მკვლევრის თანამდებობა. 

6. უნივერსიტეტის ფარგლებში  აკადემიური და სამეცნიერი პერსონალის თანამდებობის შეთავსების წესი მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 36. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები,  დეკანი, დეკანის მოადგილეები,  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და მისი მოადგილეები,  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები  და მათი მოადგილეები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს დამხმარე პერსონალის სამსახურში კონკურსით მიღების წესი, რომელსაც ამტკიცებს  წარმომადგენლობითი საბჭო.

6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.

7. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება ინსტიტუტის დირექტორის ან დეკანის წარდგინებით. ხელშეკრულებას მომავალ მკვლევართან აფორმებს რექტორი. შესაძლებელია, ინსიტუტის – დირექტორის, ან დეკანის წარდგინების საფუძველზე, გამოცხადდეს კონკურსი მკვლევარის თანამდებობის დასაკავებლად. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 37. ადმინისტრაციული და სხვა თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის/დამხმარე პერსონალის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის შემთხვევაში; 

ვ) საპენსიო ასაკის მიღწევა დამხმარე პერსონალის შემთხვევაში; 

ზ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

თ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

ი) შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და საუნივერსიტეტო წესების  დარღვევა;

კ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესებით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 38. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

5. აკადემიური, მკვლევარის, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და პერსონალის სამსახურში მიღების წესით, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 

6. აკადემიური, კვლევითი ან ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირს არ შეიძლება სხვა უნივერსიტეტში ან კვლევით დაწესებულებაში ეკავოს აკადემიური, ადმინისტრაციული ან მკვლევარის თანამდებობა.

7. აკადემიური, კვლევითი, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.  პირს შესაძლოა უნივერსიტეტში ერთდროულად ეკავოს როგორც აკადემიური, ასევე სამეცნიერო თანამდებობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 39. საპატიო დოქტორი 
1. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება ხდება უნივერსიტეტის ან/და მეცნიერების ან/და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მატარებელს შესაძლებლია დაენიშნოს ყოველთვიური სტიპენდია ან გადაეცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო.


+
მუხლი 40. სტუმარი პროფესორი
1. სტუმარი პროფესორი არის მეცნიერი, რომელიც მუდმივად მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და სამეცნიერო ცენტრში და მოწვევის შემთხვევაში კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე და კონსულტაციას უწევს პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს მიმდინარე კვლევებში ან/და უშუალოდ მონაწილეობს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

2. სტუმარი პროფესორის ლექციები უნდა შედიოდეს ფაკულტეტის/სკოლის სასწავლო გეგმაში.

3. სტუმარი პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება აკადემიური  საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება ხდება ფაკულტეტის/სკოლის ან/და უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.

5. სტუმარი პროფესორის მოწვევის შესახებ დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და დაამტკიცოს წარმომადგენლობითმა საბჭომ.

6. თუ ფაკულტეტი/სკოლა წლის ბოლომდე ვერ აითვისებს სტუმარი პროფესორებისათვის განსაზღვრულ თანხებს, აუთვისებელი თანხა ბრუნდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.

7. სტუმარი პროფესორების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №200/ნ - ვებგვერდი, 25.12.2017წ.


+
მუხლი 41. კვლევითი პერსონალი
1. უნივერსიტეტის კვლევითი პერსონალი შედგება მკვლევარებისაგან.

2. მკვლევარების შემადგენლობას მიეკუთვნება მკვლევარი, ასოცირებული მკვლევარი და ასისტენტ მკვლევარი.

3. მკვლევარები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს და თუ ეს შრომითი ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, აგრეთვე მონაწილეობენ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

4. (ამოღებულია - 15.12.2014; №159/ნ).

5. (ამოღებულია - 15.12.2014; №159/ნ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.


+
მუხლი 42. მოწვეული სპეციალისტი 
1.  ფაკულტეტი/სკოლა უფლებამოსილია, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

2.  სპეციალისტის მოწვევა ხდება ფაკულტეტის/სკოლის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, რომელსაც  განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს რექტორი,  თუ  მოთხოვნა  არ სცდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილ ასიგნებებს,  არ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მიზნებს და ძირითად პრინციპებს და მოსაწვევი პირი აკმაყოფილებს მოთხოვნილ კვალიფიკაციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №200 / ნ - ვებგვერდი, 22.12.2017წ.


+
მუხლი 43. ემერიტუსის წოდების მინიჭების წესი და პირობები 
1.აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს 65 წელს მიღწეულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით, რაც იწვევს დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას.

2. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.

4. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება № 20 7 / ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.


+
თავი V
სტუდენტი 

+
მუხლი 44. უნივერსიტეტში სტუდენტად/პროფესიულ სტუდენტად მიღება
1. უნივერსიტეტის სტუდენტი/პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში კანონით განსაზღვრულ საგანმანათლებლო საფეხურზე.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერება  ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

3. სტუდენტს სტატუსი უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობისას ან  სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებისას. სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების/დისციპლინური გადაცდომის გამო სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი სტუდენტის სტატუსს ვერ მოიპოვებს უნივერსიტეტში.

4. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შესაბამისი დოკუმენტებითა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 18 ივლისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 20.07.2023წ.


+
თავი VI
უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი

+
მუხლი 45. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან/სკოლებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.  

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადოდ დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

8. უნივერსიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში,  საერთო ბიუჯეტის 10% ცვლილების შეტანის უფლება აქვს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №207/ნ - ვებგვერდი, 23.12.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №200 / ნ - ვებგვერდი, 22.12.2017წ.


+
მუხლი 46. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა 

1.უნივერსიტეტი, ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებითად გადასვლის გარეშე, შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 

2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საგამომცემლო საქმიანობა;

ბ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

გ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

დ) კვებითი მომსახურება;

ე) სასტუმრო მომსახურება;

ვ) საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურება;

ზ) ფართით მომსახურება;

თ) თეატრის ბილეთების რეალიზება;

ი) წიგნის რეალიზება;

კ) ბრენდირებული სარეკლამო მასალების რეალიზება;

ლ) საუნივერსიტეტო ბაზებით  მომსახურება;

მ) მოძრავი ქონებით  მომსახურება;

ნ) საექსკურსიო მომსახურება;

ო)  არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები;

პ)   კომპიუტერული პროგრამები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება № 15 9 / ნ - ვებგვერდი, 15.12.2014წ.


+
მუხლი 47. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.


+
მუხლი 48. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე  საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს  უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) (ამოღებულია - 15.05.2014, №53/ნ);

ე) სხვა გადაწყვეტილებები  უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

5​1. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 4 წლის 15 მაისის ბრძანება № 53/ ნ - ვებგვერდი , 15.05.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №200 / ნ - ვებგვერდი, 22.12.2017წ.


+
მუხლი 49. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

+
თავი VII
რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია


+
მუხლი 50. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი, აკადემიური და ფაკულტეტების/სკოლების  საბჭოების თანხმობის შემთხვევაში.

2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №200 / ნ - ვებგვერდი, 22.12.2017წ.


+
თავი VIII
წესდებაში ცვლილების შეტანა

+
მუხლი 51. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.


+
თავი IX
გარდამავალი დებულებანი

+
მუხლი 52. გარდამავალი დებულებანი
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედების დროისთვის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობის მქონე პირი ჩაითვალოს ამ წესდებით დადგენილი წესით არჩეულად მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, თუ მათი არჩევის კრიტერიუმები შეესაბამება ამ წესდებით დადგენილ კრიტერიუმებს.

2. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედებიდან უნივერსიტეტის უვადოდ არჩეულ პროფესორებზე გავრცელდეს ამ წესდების 331 მუხლით  გათვალისწინებული ატესტაციის წესი და 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 16 დეკემბერი 2016 წ. N105-Iს) ამოქმედებიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის ბრძანება  №200 / ნ - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“, №134/ნ, 11.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016654 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2014535-5/