სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №251 |
|
2013 წლის 2 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი;
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი.
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების მიზნით შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
1. საბჭოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა.
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
3. საბჭოს წევრს (მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს სხვა პირს.
4. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
+
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი მუდმივმოქმედი შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - საბჭოს წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი;
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – საბჭოს მოწვეული წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი - საბჭოს მდივანი (ხმის უფლების გარეშე).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 05.11.2013წ.
+
საბჭომ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
+
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
+
+
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით, ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ცალკეული საკითხების განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვის მიზნით, სხვა ცალკეული საკითხების განხილვა.
3. საბჭოსათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ქონების სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 05.11.2013წ.
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს საკითხები განსახილველად წარედგინება ქონების სააგენტოს მიერ.
3. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა 1/3-ის ან ქონების სააგენტოს ინიციატივით.
4. საბჭოს წევრს (მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიანიჭოს სხვა პირს.
5. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, საბჭოს სხდომამდე საბჭოს წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას.
6. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა საბჭოს მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
9. თავისი ფუნქციების განხორციელებისას საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
ა) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები;
ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
10. საბჭოს წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
11. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და საბჭოს მდივანი. საბჭოს დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის საბჭოს სხდომის ოქმს.
12. საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
13. საბჭოს გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) საბჭოს მდივნის მიერ წარედგინება საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 05.11.2013წ.
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 02.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №251. სარეგისტრაციო კოდი — 010220030.10.003.017418.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2014.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“, №251, 02.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017418 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2035155/