1. პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.
2. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3319 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
თავი IIIპოლიციის ფუნქციები და უფლებამოსილება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.07.2018 კანონი №3319
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი 1. პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს. 2. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. თავი IIIIIIპოლიციის პოლიციის ფუნქციები და უფლებამოსილებანიუფლებამოსილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება