1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) პირის იდენტიფიკაცია;
გ) პირის მოწვევა;
დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;
ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
2. პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ამ კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.
4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებსა და საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3712 - ვებგვერდი, 24.06.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3712
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.07.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები 1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება. 2. პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ამ კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 3. პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას. 4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებს. [4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებსა და საუკეთესო ინტერესებს. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან}]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოლიციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება