სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.11.2013 ბოლო ცვლილება 16.03.2026
ნომერი
№779
სარეგისტრაციო კოდი
280090050.22.029.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №779

2013 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.


+
მუხლი 1
1.სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ – დანართი №1.

2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.

3. დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმები“ – დანართი №3.

4. დამტკიცდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები – დანართი №4 და დანართი №5.

5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

6. დამტკიცდეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესი – დანართი №6.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება № 1207 - ვებგვერდი, 18.06.2014წ.

საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის ბრძანება № 62 - ვებგვერდი, 27.01.2015წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
+



დანართი N1

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

მუხლი 1. ზოგადი დებულება და ოჯახის ცნება

1. ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს.

2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

3. ეკომიგრანტი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არსებობა (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება №1680, ვებგვერდი, 10.07.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.

მუხლი 2. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
2. კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია).
3. კომისიის შემადგენლობა და მისი მუშაობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.
4. განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახისათვის ამ საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე აგრეთვე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. 
6. კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს.
7. დეპარტამენტი მოახდენს ეკომიგრანტი ოჯახების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოქალაქეთა მიღების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მეშვეობით.
8. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი. შევსებული განაცხადის ხელმოწერა ხორციელდება დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლისა და ეკომიგრანტი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ.
8​1. ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში,  საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განაცხადის შევსებისას ეკომიგრანტი ოჯახი არ წარადგენს დაზიანებული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომხდარ სტიქიურ მოვლენებამდე ეს უძრავი ქონება არ იყო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და ამ მოვლენების გამო იგი განადგურებულია/აღარ არსებობს ან მისი რელიეფი და/ან მასზე არსებული ნაგებობა იმგვარად არის შეცვლილი, რომ შეუძლებელია ამ ქონების რეგისტრაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს/ამ წესით გათვალისწინებული მონიტორინგის წერილის/ოქმის საფუძველზე.
10. განაცხადების შევსებაზე და ხელმოწერაზე დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლები განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
12. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
13. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
14. ამ მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევში უფლებამოსილია, შესაბამის მუნიციპალიტეტს გაუგზავნოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები. მუნიციპალიტეტი, საცხოვრებელი სახლის დაზიანების გათვალისწინებით, შევსებულ, სათანადოდ დამოწმებულ და უფლებამისილი პირის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ფორმას წარუდგენს დეპარტამენტს.
15. ამ მუხლის მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომელიც დეპარტამენტის და/ან სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოს მიერ გადამოწმებული უნდა იქნეს ადგილზე.
16. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით განაცხადში მითითებული ეკომიგრანტი ოჯახის შემადგენლობაში არ არის შეყვანილი ოჯახის რომელიმე წევრი და/ან შეყვანილია ოჯახის არაწევრი პირი, ეკომიგრანტ ოჯახს დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობება 1 თვის ვადაში განაცხადის კორექტირების თაობაზე.  მითითებულ ვადაში განაცხადში ოჯახის შემადგენლობის არდაზუსტების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში განაცხადს  მიენიჭება   სტატუსი  „განაცხადი გაუქმებულია“. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
17. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
18. ამ მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, გადამოწმების შედეგები წარედგინება კომისიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავალებს დეპარტამენტს დააკორექტიროს ეკომიგრანტი ოჯახის წინასწარი შეფასების შედეგი. კომისია ახორციელებს, გამსვლელი ქულის მქონე განაცხადებიდან შერჩევითი წესით და დეპარტამენტიდან ან/და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, თუ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან/და მის საკარმიდამო ნაკვეთში  არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება მინიჭებულ დაზიანების კატეგორიას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ფოტომასალითა და მონიტორინგის ოქმით) განაცხადების გადაგზავნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის გეოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აუცილებლობის შემთხვევაში კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს.
19. კომისიის გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება სხდომის ოქმით.
20. იმ ეკომიგრანტ ოჯახებს შორის, რომელთა განაცხადები კომისიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, სააგენტოს მიერ შესყიდული, კონკრეტული საცხოვრებელი სახლების განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე.
21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, ეკომიგრანტი ოჯახი (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე სააგენტოს მიერ დადგენილი პირობით.
22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის საფუძველზე, გამოიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ სახლ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ მისამართს და საკადასტრო კოდს.
23. შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ სააგენტო იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ამ საცხოვრებელი სახლების დაზარალებულთათვის პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1703, ვებგვერდი, 15.09.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანება №1680, ვებგვერდი, 10.07.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

მუხლი 3. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები

1. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება.

3. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს:
ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა – შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;
ბ) ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) ეკომიგრანტი ოჯახების კონკრეტული კონტინგენტისათვის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ან  დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ფარგლებში, ან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით წერილობით გამოხატული სახელმწიფო ან კერძო პირის ინტერესერის არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლების შეძენა.
დ) იმ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გამოათავისუფლოს სააგენტოს მიერ გადაცემული, მართლზომიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი. მართლზომიერ სარგებლობა უნდა დასტურდებოდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №996 განკარგულების ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის ოქმით.

4. ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადსა და მუნიციპალიტეტის მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია/მონაცემები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

5. გამონაკლის შემთხვევაში, პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია საცხოვრებელი სახლით მიღების თაობაზე ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1703, ვებგვერდი, 15.09.2017წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

მუხლი 4. სააგენტოს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა

1. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 1 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს, საცხოვრებელი სახლის შერჩევას.

3. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ სახლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი სახლის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით, ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. აღნიშნული საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის შესახებ.

5. ეკომიგრანტ ოჯახს უფლება აქვს, კომისიის მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სააგენტოში სხვა საცხოვრებელი სახლი, თუ:
ა) ვერ ხერხდება სახლის ღირებულებაზე შეთანხმება, რადგან ეკომიგრანტი ოჯახი ვერ ფარავს ჩატარებული აუდიტორული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის ფასს შორის არსებულ სხვაობას;
ბ) დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა უკვე შერჩეული სახლის ტექნიკურ მდგომარეობაზე;
გ) წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე, კომისიამ უარი თქვა ეკომიგრანტი ოჯახის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
6. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.
7. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა განხორციელდეს დაზარალებულის და სააგენტოს მიერ თანადაფინანსებით.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, განაცხადის დაკმაყოფილებისა და საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე, ასევე განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

9. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი რეგისტრირდება ეკომიგრანტი ოჯახის წევრთა თანასაკუთრებად.

10. ამ მუხლის მიზნებისათვის სააგენტო, უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 28.01.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

მუხლი 4​1. დროებითი განსახლება
1. ეკომიგრანტ ოჯახს სააგენტო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის უზრუნველყოფს ქირის თანხით იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დადგა ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომლის საფუძველზეც სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დაზიანების I კატეგორიის შეფასების ფორმით (დანართი №4);
ბ) სააგენტოში წარმოდგენილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის წერილობითი შუამდგომლობა, რომელშიც იმავდროულად ასახული იქნება ინფორმაცია ეკომიგრანტი ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არ ქონის შესახებ;
გ) სააგენტოში წარმოდგენილია ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგომის დამადასტურებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული გეოლოგიური დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ეკომიგრანტი ოჯახისათვის თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, ეკომიგრანტი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
3. ქირის თანხის გაცემის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებებისა და დოკუმენტების არსებობის საფუძველზე, დეპარტამენტი მოხსენებითი ბარათით მიმართავს სააგენტოს დირექტორს და მისი თანხმობის შემთხვევაში გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. ამ მუხლის საფუძველზე დროებით განსახლებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი ვალდებულია იმავდროულად შეავსოს ამ პროცედურით გათვალისწინებული განაცხადი, რომლის საფუძველზეც დეპარტამენტი უზრუნველყოფს მის გადაგზავნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაში გეოლოგიური დასკვნის გაცემის მიზნით.
6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნით დადასტურდება ამ პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, კომისია განაცხადს პრიორიტეტულად განიხილავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება – ქირის თანხის გაცემა წყდება და მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის ბრძანება №01-55/ნ - ვებგვერდი, 22.06.2021წ.

მუხლი 5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტირებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგისა და საკუთრებაში გადაცემის პროცედურა

1. დეპარტამენტი ახორციელებს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებებით სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებებით შეძენილი საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს, მასში რეალურად მცხოვრები ოჯახების და საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის დადგენის მიზნით.

2. კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, განსაზღვრავს  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად უნდა გადაეცეს საცხოვრებელი სახლები. მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადაცემული საცხოვრებელი სახლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთავისუფლების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანება №1708, ვებგვერდი, 15.04.2016წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.

მუხლი 5​1.

5​1. ამ პროცედურით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება  სასამართლოში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 22 მაისის ბრძანება №01-52/ნ - ვებგვერდი, 25.05.2020წ.

მუხლი 6. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება
ამ პროცედურით გათვალისწინებული ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (განაცხადი, განცხადება და სხვა კორესპონდენცია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ასევე მიიღება სსიპ – იუსტიციის სახლის ფილიალებში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №01-17/ნ - ვებგვერდი, 10.10.2018წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“, №779, 13.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.029.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2049685-13/