სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№464
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 27/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №464

2006 წ ლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ  ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად,დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება №2 დანართში მითითებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, მათ შორის,პირველი პუნქტიდან მეცამეტე პუნქტის ჩათვლით შემდგომი პრივატიზების მიზნით, ხოლო დანართის მეთოთხმეტე პუნქტიდან მეთექვსმეტე პუნქტის ჩათვლით მითითებული საზოგადოებების შემდგომი შერწყმის (გაერთიანების) მიზნით ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1-1/979 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ზურაბ ნოღაიდელი