ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№414
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

1. ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ 5000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს პირველი პუნქტით განსაზღვრული სამასალე მერქნის ჭრა და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სამასალე მერქნის ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი