სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.10.2013 ბოლო ცვლილება 20.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№266
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29 - ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების,  საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29  ოქტომბრის დადგენილება №276 – ვებგვერდი, 30 .10.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის დადგენილება №99 – ვებგვერდი, 23.01.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 აპრილის დადგენილება №158 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №404 - ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №419 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.

+
მუხლი 2
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.
+
მუხლი 3
კომისიამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე:

ა) შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის გზით სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას;

ბ) ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენის მიზნით მოამზადოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობრივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავტომობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი;

გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.

+
მუხლი 4
კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“, №266, 21.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017433 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2052587-5/