1. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
2. ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები.
3. თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელების ან/და გვარების ურთიერთშეუსაბამობა, კერძოდ, ასოებში უზუსტობა, რომელიც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, ქართულ ენაზე გადმოტანისას უზუსტობის დაშვებით ან სხვა მიზეზით, სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა, მაგრამ სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, სხვა მონაცემი) ერთმანეთს შეესაბამება, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად.
4. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელების ან/და გვარების ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობისას, პირის სახელების ან/და გვარების სხვაგვარი ურთიერთშეუსაბამობისას ან/და ურთიერთშეუსაბამობის სხვაგვარად გამოსწორების შეუძლებლობისას უფლების დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი, სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ.
5. სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1962 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.251
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.06.2016 კანონი №5154
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-1017(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
…და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-7 მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 24.1, 24.2, 24.21, 24.4, 24.10 მუხლები და მიიჩნია, რომ მხარეს წარდგენილი ჰქონდა ინსტრუქციის 24.3 მუხლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია მიწის მიზნობრივი დანიშლების შეცვლისთვის.
- საქმე №ბს-410(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
გადაწყვეტილების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბრის N...
- საქმე №ბს-1347(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
…რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და აღნიშნულ გარემოებათა შეფასების შემდეგ, მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესებთან ურთიერთშეჯერების შედეგად გამოეცა ახალი გადაწყვეტილება, რაც არ განხორციელებულა (ტ.
- საქმე №ბს-47(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ პუნქტისა და 24-ე მუხლზე მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ დაინტერესებული პირის ანალოგიურ მოთხოვნაზე უკვე მიღებულია №...
- საქმე №ბს-893(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
…„ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
- საქმე №ბს-828(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-644-639(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2011
- საქმე №330310017002129146 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2019
- საქმე №190310016001428159 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №090310016001622117 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2018
- საქმე №340310018002401777 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310018002512603 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330310018002355196 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება