სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№627
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 24/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №627

2007 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

2007 წლის სექტემბერში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში უსახლკაროდ დარჩენილი ორი ოჯახისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანაკოევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინოს სათანადო დოკუმენტაცია უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შესახებ.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) უზრუნველყოს უსახლაკროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გაცემა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დ. სანაკოევს.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი