საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№799
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №799

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის იანვარში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპის ღონისძიებათა შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 3 650 000 (სამი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების უზრუნველსაყოფად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოყოფილი თანხებით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ვ. გურგენიძე