საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№666
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 666

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის იანვარში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპის ღონისძიებათა შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 5 526 000 (ხუთი მილიონ ხუთას ოცდაექვსი ათასი) ლარი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი