სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1494
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1494

2013  წლის  23 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყ ალი „ზანავის“ საბადოზე სასარგებლო წიაღისეულ ის მოპოვე ბ ის ლიცენზიის გაცემის ათვის შემდეგი მოთხოვნები:

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

 ა) ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის განმავლობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მინერალური წყლის ჩამომსხმელი საწარმოს მშენებლობა და აღნიშნულ საწარმოში მინერალური წყლის ჩამოსხმის დაწყება, ლიცენზიის პირობების შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს საწარმოში სოფელ ზანავში რეგისტრირებული არანაკლებ 20 პირის დასაქმება.

 

პრემიერ-მინისტრი                               ბიძინა ივანიშვილი