კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№635
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 10, 25/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №635

2007 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის დონორთა პროგრამაში საქართველოს მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი. აღნიშნული თანხიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი გამოიყოს ტირიფონის სარწყავი არხის რეაბილიტაციისათვის და 200 000 (ორასი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი ცხინვალის ცენტრალური ჰოსპიტლის აღდგენითი სამუშაოებისათვის.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყონ პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედამხედველობა.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი