2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
71. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
72. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
8. (ამოღებულია).
9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №813
- 15.12.2023 კანონი №3994
- 22.12.2018 კანონი №4068
- 04.10.2013 კანონი №1463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25 1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენსარის სამინისტროს გამგებლობაშიან არსებულსპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი (გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.დაწესებულება. 2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით. 3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად. 4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. 6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.გათვალისწინებული. 7. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463). 71. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463). 72. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463). 8. (ამოღებულია). 9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185 საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 3, 13/02/2004.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება