2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ ტერიტორიული ორგანოს დებულებით. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი VII1
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 04.10.2013 კანონი №1463
- 26.06.2025 კანონი №813
- 04.10.2013 კანონი №1463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებასგადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულტერიტორიულ ერთეულებში.ერთეულში. 3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღნიშნული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანიუფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ ტერიტორიული ორგანოს დებულებით,დებულებით. რომელსაცსამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავი VII1 სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 3, 13/02/2004.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება