2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა იღებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ სათანადო სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსგან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან, სპეციალური დაწესებულებისგან, სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება, სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №813
- 20.09.2018 კანონი №3453
- 02.05.2014 კანონი №2355
- 04.10.2013 კანონი №1463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30 1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპეციალური დაწესებულებებისა და სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა. 2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია: ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ; ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება; გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად. 3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობა,მთავრობა იღებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისადაწესებულებების ხელმძღვანელები და სპეციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურსათანადო სამართლებრივ აქტებს. 4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია სამინისტროსგან, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან, სპეციალური დაწესებულებისგან, სახელმწიფო რწმუნებულისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირისგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სპეციალური დაწესებულება, სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 3, 13/02/2004.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება