2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დაქვემდებარებული დაწესებულება ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
6. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
7. მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-375-375-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2018
…რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, ხოლო, 30-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით.
- საქმე №ას-871-813-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2017
…რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, ხოლო, 30-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება