თავი III — მთავრობის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს პრეზიდენტთან
2. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
3. საქართველოს პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.
4. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადების შემთხვევაში − საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
6. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №832 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3021 - სსმ I, №23 04.05.2010 წ., მუხ.140
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3453
- 04.10.2013 კანონი №1463
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.02.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7 1. ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. 2. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. 3. საქართველოს პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. 4. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადების შემთხვევაში − საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. 6. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოსაქართველოს ს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი № 806 - სსმ I , № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185 საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №832 - სსმ I, №40 29.12.2008 წ., მუხ.271 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3021 - სსმ I, №23 04.05.2010 წ., მუხ.140
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 3, 13/02/2004.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება