2. პრემიერ-მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
გ) მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე;
დ) წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს;
ე) უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით;
ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ზ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და მთავრობის ურთიერთობას მუნიციპალიტეტის ორგანოებთან;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;
ლ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ნ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);
ნ1) წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით;
ნ2) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ3) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ;
ნ4) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტი, რომელიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე;
ნ5) იღებს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ;
ნ6) იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე;
ნ7) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ;
ნ8) საომარი მდგომარეობის დროს არის სათათბირო ორგანოს − ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი;
ნ9) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ თავდაცვის ძალები;
ო) ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1976 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6967 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6967
- 20.09.2018 კანონი №3453
- 21.12.2016 კანონი №141
- 27.10.2015 კანონი №4362
- 02.05.2014 კანონი №2355
- 05.02.2014 კანონი №1976
- 04.10.2013 კანონი №1463
- 05.07.2012 კანონი №6628
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8 1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. პრემიერ-მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას; საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; გ) მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე; დ) წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს; ე) უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი. ნდობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 58-ე მუხლით დადგენილი წესით; ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს; ზ) კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და მთავრობის ურთიერთობას ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს; ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან; ლ) წარმოადგენს მთავრობას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ნ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); ნ1) წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით; ნ2) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ; ნ3) მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ; ნ4) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსცეს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტი, რომელიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე; ნ5) იღებს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ; ნ6) იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ. ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე; ნ7) საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ; ნ8) საომარი მდგომარეობის დროს არის სათათბირო ორგანოს − ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრი; ნ9) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოსცემს ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც მოქმედებენ თავდაცვის ძალები; ო) ახორციელებს ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4362 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.