მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№800
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №800

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-74 მუხლის საფუძველზე სს “„საქჰიდრომშენი“გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტით გათვალისწინებული რაოდენობა: ქვის ლოდი – 10 000  კუბ. მ მდინარე სუხჩელას კალაპოტიდან).

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს  წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შესაბამისი ტერიტორიის X, Y კოორდინატების შეთანხმების შემდეგ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე