საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№366

2008 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გადაეცეს იჯარის ფორმით სს „თი ბი სი ბანკს“ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“კორპუსში არსებული 18 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო სს ,,საქართველოს ბანკს” – ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირ №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული სასახლის „C“კორპუსში არსებული 22 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი 5 წლის ვადით; ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სს „თი ბი სი ბანკსა“და სს ,,საქართველოს ბანკთან“საიჯარო ხელშეკრულებათა გაფორმების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე